52 წლის ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი საუდის არაბეთში გამართულ, ყოველწლიურ კინოფესტივალს დაესწრო. „შავი გედი“ წითელ ხალიჩაზე საოცრად პომპეზური „ლუქით“ გამოჩნდა და ფურორი მოახდინა.
მას „ვალენტინოს“ მწვანე კაბა ეცვა, რომელსაც უზარმაზარი ბეწვის მკლავები და შლეიფი ამშვენებდა. აღნიშნულ იმიჯს მოდელმა ღია, შავი ფეხსაცმელი შეუხამა. ნაომის მსუბუქი მაკიაჟი ჰქონდა. გამორჩეული იყო მისი ყელსაბამი, ოქროს, მარგალიტებიანი ყელსაბამი მის კაბას კიდევ უფრო დახვეწილ იერს სძენდა.
52 წლის ნაომი კემპბელი წითელ ხალიჩაზე „ვალენტინოს“ მბზინავ კაბაში ანათებდა
„შიშველი შავი გედი“ შავ კაბა-საღამურში – 52 წლის ნაომი კემპბელის პიკანტური გამოჩენა „ვოგის“ საღამოზე
52 წლის ნაომი კემპბელი ,,ფენდის” ვერცხლისფერ ანსამბლში ლონდონურ დაჯილდოებაზე