ცოტა ხნის წინ მსოფლიო შოუბიზნესის სამყაროს ყურადღება ვენსან კასელისა და ტინა კუნაკისკენ იყო მიმართული. 24 წლის მოდელი ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გადაიღეს, კუნაკიმ „ინსტაგრამზე“ ესპანელ მსახიობთან, ვიქტორ სანტიაგოსთან ერთად გადაღებული ფოტოც გაავრცელა. აღნიშნულა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ტაბლოიდები წერდნენ, რომ ვენსანი და ტინა ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, რომ ვიქტორ სანტიაგო კუნაკის მეგობარია და თანაც არატრადიციული ორიენტაციის გახლავთ.
ვენსან კასელის მეუღლე, ტინა კუნაკი ახალგაზრდა მსახიობის მკლავებში - ფოტო „ინსტაგრამიდან“
„ღამე ბავშვი“, - ასე დაასათაურა ფოტო ტინამ
აღნიშნული მოვლენების შემდეგ 54 წლის ვენსანის ინტერვიუ გავრცელდა, მსახიობმა გამოცემა Elle-ს ახალგაზრდა მეუღლესთან თანაცხოვრებისა და 30 წლიანი ასაკობრივი სხვაობის შესახებ ესაუბრა.
„საერთოდ ნებისმიერ ადამიანთან ერთად ცხოვრება რთულია, მთვარია ბალანსი, რომელიც მუდამ უნდა შეინარჩუნო. შეუძლებელია მიაღწიო წონასწორობის წერტილს და ეს იკმარო, ეს სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდება”, – განაცხადა კასელმა.
ფოტო: ტინა კუნაკი საათების ბრენდის ამბასადორი გახდა – ნახეთ ვენსან კასელის მეუღლის ბუნებრივი იმიჯი