LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლა პელტცს საქორწინო კაბას თავად ვიქტორია შუეკერავს – ქორწილი ზაფხულში გაიმართება

371
safe-image

ზაფხულში, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, 21 წლის ბრუკლინ ბექჰემმა შეყვარებულს, მილიარდერის ქალიშვილს, 25 წლის ნიკოლა პელტცს ცოლობა სთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სულ რაღაც 10 თვიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, გოგონა მას დათანხმდა. ტაბლოიდები თვეების განმავლობაში ცდილობდნენ გაეგოთ, როდის გაიმართება ქორწილი, თუმცა, უშედეგოდ. ახლა კი ქორწილის დეტალები უკვე ცნობილია.

ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ქორწილი ზაფხულში, ამერიკაში გაიმართება. ის ორ ეტაპად ჩატარდება, პირველი ცერემონია ნიკოლას მშობლოურ ფლორიდაში შედგება, ხოლო მეორე კი ბექჰემების ვილაში, რომელიც კოტსოულდში მდებაროებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლას საქორწინო კაბას თავად ვიქტორია შუეკერავს. როგორც ირკვევა, ბიჭების უმცროსი და, ჰარპერი, პატარძლის მთავარი ხელის მომკიდე იქნება. ბრუკლინი ძმები კი მძღოლების როში მოგვევლინებიან, რაც შეეხება ბექჰემების მამას, დევიდი ცერემონიის წამყვანი იქნება.

როგორც ჩანს, მალე, ისტორიაში ყველაზე გლამურული ქორწილის მომსწრენი გავხდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები