LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Offset-თან შერიგების შანსი ნულია“ – Cardi B მეუღლეს გაშორდა

179
safe-image

სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის, Cardi B-ისა და მისი მეუღლის, რეპერი Offset-ის შესახებ ბევრს საუბრობდნენ. ისინი სამაგალითო წყვილად იყვნენ აღიარებულები, მათი არაერთი ცეცხლოვანი და დასამახსოვრებელი პერფორმანსი გვინახავს. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი დასრულდა.

3 წლიანი ქორწინების შემდეგ, Cardi B-მ სასამართლოში განქორწინების განცხადება შეიტანა და  ისიც დაამატა, რომ Offset-თან შერიგების შანსი ნულის ტოფასია.

განქორწინების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ Offset-მა მას უღალატა.

შეგახსენებთ, წყვილი 2017 წელს ფარულად დაქორწინდა. მათ 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები