LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარი“ გზაშია – ბიოგრაფიულ ფილმში ლეონარდო დიკაპრიო ჯიმ ჯონსის როლს მოირგებს

147
Untitledfffff

MGM ახალ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. ლეონარდო დიკაპრიო ჯიმ ჯონსის როლს მოირგებს. მსახიობმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. აღსანიშნავია, რომ დიკაპრიო ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება. კინოკრიტიკოსები ფიქრობენ, რომ აღნიშნული როლით ის მორიგ „ოსკარს“ დაიმსახურებს.

ცნობისთვის, ჯიმ ჯონსი ამერიკის საკულტო ლიდერი გახლდათ, ის ყველაზე საშიში ქრისტიანული სექტის, „ხალხთა ტაძრის“ დამაარსებელია. ჯონსის ქადაგებაში ერთმანეთში შერწყმული იყო ქრისტიანული და სოციალისტური ელემენტები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები