გასულ თვეებში კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი შვილებთან ერთად მოგზაურობდნენ. პაპარაცებმა ვარსკვლავური ოჯახი არაერთხელ გადაიღეს.
ახლა კი 51 წლის ზეტა-ჯონსმა და 76 წლის დუგლასმა რომანტიკული დასვენება მოიწყვეს. ისინი მალიორკაზე იმყოფებიან. სულ ცოტა ხნის წინ დუგლასის ახალგაზრდა მეუღლემ “ინსტაგრამზე” პიკანტური სელფი გაავრცელა, ის ხალათში, სარკის წინ პოზირებს. მოგვიანებით კი მეუღლესთან სასიყვარულო კოცნის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.