მუსიკა – თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ეს სწორედ ის ცნებაა, რომელიც ჩვენს რეალურ ცხოვრებას ყველაზე კარგად ეხმიანება და აღწერს. გასულ წელს ლეგენდარულმა ჯგუფმა, Rolling Stones 8 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სინგლი, Living In A Ghost Town (ცხოვრება მოჩვენებათა ქალაქში) გაავრცელა, რომლითაც კორონავირუსს გამოეხმაურა.
პრემიერა: Rolling Stones-მა 8 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სინგლი გამოუშვა, რომელიც კორონავირუსს ეხმიანება
ჯგუფის ფრონტმენი, 77 წლის მიკ ჯაგერი კვლავაც იდეალურ ფორმაშია. ახლახანს ლეგენდარულმა არტისტმა Foo Fighters-ის ლიდერთან, დეივ გროლთან თანამშრომლობით „ლოქდაუნის“ შესახებ სიმღერა Eazy Sleazy შექმნა.
„ეს სიმღერა ლოქდაუნიდან გამოსვლის შესახებ, დიდი ოპტიმიზმით დავწერე. მადლობა დეივ გროლს, მასთან მუშაობა ძალიან სახალისო იყო“, – განაცხადა ჯაგერმა.
დეივ გროლმა კი აღნიშნა, რომ ჯაგერთან მუშაობა მისთვის ოცნებაზე მეტი იყო და ახალ ნამუშევარს ზაფხულის სიმღერა უწოდა.