LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქაღალდის სახლი” ეკრანებზე ბრუნდება – პირველი კადრები პოპულარული სერიალის სპინ-ოფიდან

267
ქაღალდის სახლი

სუპერ პოპულარული სერიალის „ქაღალდის სახლის“ მაყურებლები უკვე დიდი ხანია ელიან სერიალის სპინ-ოფის გამოსვლის თარიღს. „ნეტფლიქსი“ აანონსებს, რომ სერიალის ახალი ვერსია, ,,ბერლინი”, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირის ისტორიაზე იქნება ორიენტირებული, ეკრანზე დეკემბერში გამოვა. მანამდე კი მაყურებელს დაძაბული ტრეილერის ხილვა შეუძლია.

ახალ ტრეილერში მთავარი როლის შემსრულებელს, პედრო ალონსოს ხელში ძვირფასი თვალი უკავია და ამით უკვე ცხადი ხდება, რომ ბერლინი თავის გუნდთან ერთად, ახალი თავგადასავლებისთვის იწყებს მზადებას.

„ქაღალდის სახლის“ სპინ-ოფში ახალი სახეები ჩნდებიან და როგორც ამბობენ, აქ ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა, რომელიც სერიალის დასაწყისში გამოგვრჩა.

სერიალის ,,ქაღალდის სახლი” გმირების რეალური ცხოვრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები