LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვიცით მექსიკურ სერიალზე „სასტიკი ქალბატონი“, რომელმაც 2021 წელს ყველა რეკორდი მოხსნა

296
ლივია-ბრიტო

სერიალი „სასტიკი ქალბატონი“ ანუ La desalmada ცნობილი სატელევიზიო არხის, „ლას ესტრელას“ სერიალია, რომელმაც მექსიკაში ყველა რეკორდი მოხსნა. პროექტის ავტორია ხოსე ალბერტო კასტო და ის ცნობილი კოლუმბიური სერიალის „უგულო ქალის“ მიხედვით არის გადაღებული.

სერიალში მთავარ როლს ლივია ბრიტო ასრულებს, რომელიც მაყურებელმა გაიცნო გახმაურებული სერიალიდან „სიყვარულის ტრიუმფი“ და ამჯერად, სერიალში მთავარმა როლმა ის სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ტელენოველაში მთავარ როლებს ასევე ასრულებენ ხოსე რონი და ედუარდო სანტამარინა.

ახლა რაც შეეხება სიუჟეტს, სერიალის მთავარი გმირია ფერნადა ლინარესი, რომელსაც ქორწილის პირველ დღეს ქმარს სასტიკად უკლავენ. ახალგაზრდა ქალი, რომელიც სიკვდილს სასწაულად გადაურჩება, შურისძიებითაა შეპყრობილი, ის გაიცნობს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მოძალადეში აერევა  და მხოლოდ წლების მერე ხვდება, რომ შურისძიებამ ის საბოლოოდ დააბრმავა.

სერიალის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა ბოლო დროს გამოსულ სატელევიზიო ტელენოველებს შორის. ამჯერად საუბარი მიდის მეორე სეზონზე, თუმცა ლივია ბრიტო ამ ეტაპზე ოჯახითაა დაკავებული და მეორე სეზონის გადაღებების ბედი გაურკვეველია.

სად გაქრა ულამაზესი ანა ლაიევსკა, რომელიც ყველას გვახსოვს სერიალებიდან  „დედინაცვალი“ და „ელენას მოჩვენება“

გახსოვთ მარლენ ფაველა სერიალიდან „ველური კატა“?  – 46 წლის ვარსკვლავი ინსულტის გადატანის შემდეგ, ფანტასტიკურ ფორმაშია

სად გაქრა და როგორ გამოიყურება ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი ედუარდო მოსკოვისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები