39 წლის პოპ-ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. ამჯერად არტისტმა სოციალურ ქსელში წითელი მაცივრის ფოტო გაავრცელა, პოსტს კი არანაირი განმარტება არ მისცა. მომღერლის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ მის ქცევაში დაშიფრული კოდია და ბრიტნი შველას ითხოვს, საზოგადოების მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ის საბოლოოდ შეიშალა.
„ის შველას ითხოვს“, „საბოლოოდ შეიშალა“, „რას უნდა ნიშნავდეს ეს?“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, პოპ-ვარსკვლავზე დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears გადაიღეს. როგორც ცნობილია, ვარსკვლავს უკვე 13 წელია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება ჩამორთმეული აქვს. ის მეურვეობის ქვეშ იმყოფება.
ვიდეო: ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს