52 წლის მსახიობს, რენე ზელვეგერს ახალი გულისწორი ჰყავს. მისი რჩეული 42 წლის ტელეწამყვანი, ენტ ენსტადია.
რომანი დადასტურებულია – რენე ზელვეგერი და ენტ ენსტადი სახლის აივანზე გადაიღეს
როგორც ჩანს, საქმე საკმაოდ სერიოზულადაა. სულ ცოტა ხნის წინ წყვილი კვლავ ერთად გადაიღეს, ისინი ველოსიპედებით სეირნობდნენ, ხელჩაკიდებულები დადიოდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ. და რაც მთავარია, რენე ენსტადის 2 წლის ვაჟს ასეირნებდა.
ცნობისთვის, ენსტადი მეუღლეს, კრისტინა ჰააკს სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა. მათ 1.5 ვაჟი ჰყავთ. პირველი ქორწინებიდან კი წამყვანი 2 შვილს ზრდის.