LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო სათამაშოები და ბალიშები დიზაინერ დადუ ჭოლაძისგან

1007

დიზაინერი დადუ ჭოლაძე მომხმარებელს ბალიშებს, ბავშვის საწოლის თეთრეულსა და რბილ სათამაშოებს სთავაზობს. როგორც ჭოლაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, პროდუქციას თავად ქმნის და მომხმარებელს საშუალება აქვს სასურველი ფორმისა და ზომის ბალიშები შეუკვეთოს.

მისივე ინფორმაციით, ნივთებს კოტონისა და თექისგან ამზადებს. მსურველები კომპლექტის შეძენას, რომელშიც 12 ბალიში და თეთრეული შედის, 150 ლარად შეძლებენ. დეკორატიული ბალიშების ფასი 20 ლარიდან იწყება, ანბანის ასოების ფორმის ბალიშების შეძენა 10-15 ლარადაა შესაძლებელი, რბილ სათამაშოებს კი კლიენტები 50 ლარად შეიძენენ.

”ამ ეტაპზე მაღაზია არ მაქვს და შეკვეთებს facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით ვიღებ. შეკვეთიდან პროდუქცია 3-4 დღეში მზადდება და თბილისის მასშტაბით ჩვენს კურიერს მიაქვს ადგილზე. (https://goo.gl/tjTYFv) თუმცა, უახლოეს მომავალში ვგეგმავ მაღაზიის გახსნას და საბავშვო ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასაც”, – აღნიშნა დიზაინერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები