LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონი მიმართულებას შეიცვლის

53

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონში მისი შემქმნელების მიდგომა ერთგვარად შეიცვლება. მას შემდეგ, რაც მე-5 სეზონში სანსა სტარკის გაუპატიურების სცენა აჩვენეს, დენ ვაისმა და დევიდ ბენოფმა გადაწყვიტეს მომდევნო ნაწილი შედარებით რბილად გააგრძელონ.

„სერიალი გვიჩვენებს სასტიკ სამყაროს, სადაც საშინელი ამბები ხდება. ბენიოფს და ვაისს არ უნდოდათ, რომ საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას მათზე ზეგავლენა მოეხდინა, მაგრამ მათ მაინც გაითვალისწინეს ბევრი რამ“, – განაცხადა სერიალის რეჟისორმა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მომდევნო ეპიზოდი 2016 წლის აპრილში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები