CFDA Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე ვერა ვონგმა საზოგადოების გაოცება კიდე ერთხელ მოახერხა. 73 წლის დიზაინერი ისე გამოიყურებოდა, როგორც 25 წლის გოგონა. წითელ ხალიჩაზე ის დახვეწილი „ლუქით“ გამოჩნდა. დიზაინერს მოკლე, შავი, ავანგარდული კაბა ეცვა, რომელსაც მან წვეტიანი ფეხსაცმელი, მაღალყელიანი კოლჰოტი შეუხამა. აღსანიშნავია, რომ ვონგს საკმაოდ საინტერესო ვარცხნილობა ჰქონდა, მას ნაწნავები ამშვენებდა.
„შეხედეთ მის სრულყოფილ სახის კანს“, „ეს წარმოუდგენელია“, „სასწაულად გამოიყურება“, – წერენ კომენტარებში.
70 წლის ვერა ვონგის ფოტოსესიამ საზოგადოება გააოცა