ნოემბერი დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშობაო სამზადისის დროც მოვიდა. ვინ თუ არა შობის ამბასადორი და დედოფალი, მერაია ქერი გვატყობინებს წინასაახალწლო სამზადისის დაწყების შესახებ.
54 წლის არტისტმა ტრადიციას არც წელს უღალატა და „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც მას ელფები ადნობენ, შემდეგ კი მისი საკულტო საშობაო სიმღერა, All I Want for Christmas Is You ჟღერს.
„დროა!!!“, – ამბობს მერაია.
შეგახსენებთ, საშობაო კომპოზიცია მიყოლებით უკვე 4 წელია მწვერვალებს იპყრობს და ჩარტების სათავეებს არ თმობს. შარშან ცნობილი გახდა, რომ ნამუშევარი „ბილბორდის“ ცხელ ჩარტში პირველ პოზიციაზე განთავსდა.
გაინტერესებთ რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი სიმღერით „All I Want for Christmas Is You“?
მერაია ქერის საკულტო კომპოზიცია All I Want for Christmas Is You კვლავ რეკორდსმენია
სიმღერა 1994 წელს გამოვიდა. ნამუშევარი ამავე წელს გავრცელებულ, რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში, Merry Christmas-ია წარმოდგენილი.