LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცივისგან მობუზული ლეო ბოსტონის ქუჩებში – უახლესი კადრები „ნეტფლიქსის“ ფილმის გადასაღები მოედნიდან

161
page

როგორც ცნობილია, ლეონარდო დიკაპრიო „ნეტფლიქსის“ კომედიური ჟანრის ფილმში „ზევით არ აიხედო“ ითამაშებს. მის გარდა ფილმში ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები გამოჩნდებიან, როგრებიც ჯენიფერ ლოურენსი, მერილ სტრიპი, კეიტ ბლანშეტი, მეთიუ პერი, ტიმოტი შალამე და პოპ-ვარსკვლავი არიანა გრანადე არიან. ფილმის რეჟისორი კი ადამ მაკეია. ლეონარდო და ჯენიფერი ფილმში ასტრონავტების როლს შეასრულებენ, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება მოახლოებული ასტეროიდის შესახებ გააფრთხილონ.

გადაღებები ბოსტონში მიმდინარეობს და ის უკვე აქტიურ ფაზაში შედის. ახლახანს ინტერნეტში გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გავრცელდა. 46 წლის ლეო სიცივისგან აბუზული დგას და თავლყურს ადევნებს, თუ როგორ იღებენ ხანძრის სცენას ბოსტონის ქუჩებში.

მსახიობს ნაცრისფერი, კლასიკური კოსტუმი აცვია და ჰალსტუხი უკეთია. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები