LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი სერიალის გულშემატკივრებს: „მეგობრების“ რეცეპტების მიხედვით კულინარიული წიგნი გამოვა

107
w684

საკულტო სერიალის „მეგობრების“ პრემიერას გაზაფხულზე ველოდით, თუმცა, მისი ეკრანებზე გამოსვლა, კონორავირუსის პანდემიამ, განუსაზღვრელი ვადით გადადო. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სერიალის ახალ სერიას ივნისში ვიხილავთ.

ახლა კი კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. ყველასათვის საყვარელი სერიალის მიხედვით, კულინარიული წიგნი გამოვა.

წიგნში 100 რეცეპტი იქნება წარმოდგენილი და გარდა კერძების ინგრედიენტებისა, მითითებული იქნება „ლინკი“ ეპიზოდისა.

წიგნი გაყიდვაში სექტემბერში გამოვა და მისი ღირებულება  30 დოლარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები