ჯერ კიდევ გუშინ, ქსელში გამოქვეყნდა კომპანია Pepsi-ს ახალი რეკლამა, რომელშიც ცნობილი მოდელი, კენდალ ჯენერი მონაწილეობდა. გაზიანი სასმელის რგოლმა მაყურებელში ნეგატიური ემოციები გამოიწვია და თან იმდენად დიდი დოზით, რომ მისმა შემქმნელებმა ვიდეო პრემიერის შემდეგ საერთო წაშალეს.
შეგახსენებთ, რომ სიუჟეტის მიხედვით, კენდალი ბრბოდან გააღწევს, პოლიციელთან მივა და სასმელით გაუმასპინძლდება. პირველ რიგში მაყურებლებმა კლიპის ავტორები რასობრივი თანაბრობის დარღვევა გააპროტესტეს, კერძოდ კი მათ არ მოეწონათ მთავარი გმირის – წარმატებული თეთრკანიანი მოდელის არჩევა, რომელმაც რეკლამაში მონაწილეობისთვის საკმაოდ მაღალი ჰონორარი აიღო. შეგახსენებთ, რომ კამპანიას თან სდევს ჰეშტეგი #BlackLivesMatter, ამიტომ პროტესტის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ მასში ფერადკანიანი მოდელი უნდა გამოსულიყო.
„ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი მომენტი გამოგვრჩა, მაგრამ ჩვენ არ ვაშუქებდით რამე სერიოზულ პრობლემას. ბოდიშს ვიხდით, რომ არჩევანი კენდალ ჯენერზე შვაჩერეთ“, – განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა. Pepsi-ს მცდელობა, გაემართლებინა საკუთარი კრეატივი, წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ ის იძულებული გახდა რგოლი თავისი ოფიციალური არხიდან საერთოდ წაეშალა.
შეგახსენებთ, რომ სინდი კროუფორდის შემდეგ, კენდალი პირველი მოდელი გახდა, რომელიც სასმელის კამპანიაში მონაწილეობს. ამ დროისთვის ვიდეოს გარშემო ატეხილი სკანდალის შესახებ ის სიჩუმეს ინარჩუნებს და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.