LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივენ სიგალს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

61

მსახიობმა რეგინა სიმონსმა სტივენ სიგალი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, რომ სიმონსი ფილმში „სასიკვდილოდ საშიში“ მონაწილეობდა, სადაც მთავარ როლს სიგალი ასრულებდა.

მისი თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის 18 წლის იყო. სიმონსი იხსენებს, რომ მსახიობმა ის გადაღებების დასრულების აღსანიშნავად დაპატიჟა, თუმცა ადგილზე მისული ის მარტო აღმოჩნდა და არანაირი წვეულებაც არ ყოფილა.

ცნობილი მსახიობის მხრიდან ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები