ვენსან კასელის ახალმა შეყვარებულმა, ნარა ბაპტისტამ „ინსტაგრამზე“ ცეცხლოვანი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნახევრად შიშველი სამბას ცეკვავს.
ვიდეო: „ახლა ტინას ცეკვას ველით“ – ვენსან კასელის ახალი შეყვარებულის ცეცხლოვანი სამბა
მის უახლეს პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში კასელის ყოფილ ცოლს, ტინა კუნაკს ნიშნავდნენ და აი, კასელის ექს-მეუღლემაც არ დააყოვნა.
ტინამ რიოშიი გადაღებული ფოტოების სერია გაავრცელა, ის სანაპიროზე, შხაპის ქვეშ პოზირებს. სხვათა შორის, ერთ-ერთ ფოტოზე ტინა ახალ გულის სწორს, ვიქტორ სანტიაგოს ეხუტება.
„სიყვარული და მადლიერება“, – ასე დაასათაურა პოსტი მოდელმა.
მედიაში წერენ რომ, ვენსან კასელის გოგონები ერთმანეთს „ინსტაგრამის“ საშუალებით ეპაექრებიან.