LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვალებს მალავს“ – ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ეკლესიაში, წირვას დაესწრნენ

233
page

მას შემდეგ, რაც ჯასტინ ბიბერმა საჯაროდ განაცხადა რამსეი-ჰანტის“ დიაგნოზის შესახებ, რამდენიმე კვირა გავიდა. მისი მეუღლე, ჰეილი ბიბერი აცხადებს, რომ ახლა ჯასტინი თავს კარგად გრძნობს და ისინი ცხოვრების რთულ ეტაპს ერთად გადალახავენ. 

ჯასტინ ბიბერი „რამსეი-ჰანტის“ დიაგნოზის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ჰეილი ბიბერმა ჯასტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებმა ბევერლი-ჰილსზე, ეკლესიაში მიმავალნი გადაიღეს. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

წირვაზე დასასწრებად ჰეილიმ ჯინსის შორტი და ტყავის ქურთუკი მოირგო, ჯასტინს კი შავი მაისური და თეთრი შარვალი ეცვა, მის „ლუქს“ მზის სათვალე ასრულებდა.

„ახლა ჯასტინი სათვლეს უფრო ხშირად ატარებს,“, „თვალებს მალავს“,  – წერენ კომენტარებში.

ვიდეო: „ილოცეთ ჩემთვის“ – ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ სახის ნაწილი პარალიზებული აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები