ელენ დეჯენერესი ჰოლივუდში უდაოდ ერთ-ერთი საყვარელი ტელესახეა. 2003 წელს, შოუს გამოსვლისთანავე ელენმა ყველა რეკორდი მოხსნა და ჰოლივუდში სახელიც მოიხვეჭა.
2016 წელს წამყვანი, პრეზიდენტის თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდა. 2017 წელს კი, 59 წლის ელენმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა, როდესაც „People’s Choice Awards“– დან სახლში თავისი მეოცე ჯილდო წაიღო. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ელენ დეჯენერესმა მაინც მოახერხა და თავის ვარსკვლავურ გზაზე ცნობილი მტრები გაიჩინა.
მათ შორისაა: კეიტი გრიფინი, ჯოან რივერსი, დრიუ ბერიმორი, კელი რიპა, კეტლინ ჯენერი და პირს მორგანი.
„ბოროტი ქერათმიანი“– ასე მოიხსენია კეიტ გრიფინმა შოუ-წამყვანი თავის წიგნში, პირს მორგანმა კი მას “პირფერი” უწოდა, თუმცა ელენი მაინც საყვარელი შოუს, საყვარელ წამყვანად რჩება.
“ფორტუნა პლუსი” “ელენის შოუდან” საუკეთესო მომენტებს გთავაზობთ.
https://www.youtube.com/watch?v=jHXMnD9TcwE