LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცეკვავდი და უეცრადა დავინახე მამაკაცი, რომელიც თვალს ვერ მწყვეტდა“ – რა მეთოდით აბამს ლეონარდო დიკაპრიო ახალგაზრდა მოდელებს „სასიყვარულო ბადეში“

278
page

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო დიკაპრიო ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მარტოხელა მამაკაცია, თუმცა რატომღაც მას პირად ცხოვრებაში არ უმართლებს და არიან ისეთი ქალბატონებიც, ვინც მასთან რომანტიკულ ურთიერთობაზე უარს აცხადებს.

გვინეტ პელტროუ ის ერთადერთი ქალია, რომელმაც ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო კავშირზე უარი უთხრა

საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ლეოს განსაკუთრებული ტრფობა მოდელების მიმართ. სწორედ ერთ-ერთმა მოდელმა გაიხსენა ლეოსთან შეხვედრის ისტორია.

ავსტრალიელი მოდელი, სტეფ კლერი აცხადებს, რომ წლების წინ, როცა ის 19 წლის იყო, კლუბში ლეოს შეხვდა.

„კლუბში ვიყავი, ვცეკვავდი და უეცრად დავინახე მამაკაცი, რომელიც რომელიც თვალს ვერ მწყვეტდა. მე ის ლეოს მივამსგავსე. მოგვიანებით კი ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ კლუბში ლეონარდო დიკაპრიო დაინახა. ცოტა ხნის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა, გამომიწოდა ფურცელი  და მითხრა, ეს ჩემი ტელეფონის ნომერია, შეგიძლია დამირეკო და პაემანზე წავიდეთო, მე ამ ნომერზე არასდროს დამირეკავს“, –  ჰყვება პოდკასტში მოდელი.

ვიდეო: „ლეო და ჯიჯი ერთად არიან“ – „მეტ გალას“ წვეულებაზე ამაყად მიმავალ ლეოს ფეხდაფეხ მოდელების არმია მიჰყვება

„ლეონადო დიკაპრიო და კამილა მორონე ერთმანეთს ძალიან ხშირად ხვდებიან“ – ახალი დეტალები ექს-წყვილის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები