Viber-ის ბოლო განახლებაში ,,შავი ფონი” გამოჩნდა, რაც მესენჯერის მომხმარებლებს თეთრის ნაცვლად Dark Mode-ის მომართვის შესაძლებლობას აძლევს.
ცნობილია, რომ ,,შავი ფონი” ხელს სმარტფონის ბატარეის დაზოგვას შეუწყობს. ამასთან, სიახლე მომხმარებლის თვალებისთვისაც სასარგებლოა.
Walk on the dark side 🌃 Check out our new dark mode theme on Android! Save battery 🔋, protect your eyes 🙄, and keep the room dark when other people are trying to sleep.
Try #DarkMode Now: https://t.co/Xn0QIKbrJX pic.twitter.com/DJK22oJMNR
— Rakuten Viber (@Viber) March 5, 2019
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ,,შავი ფონი” უამრავმა პლატფორმამ, მათ შორის YouTube-მა და Facebook-ის მესენჯერმა აამოქმედა.
Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა ,,მესენჯერის” Dark Mode გამოსცადა (ფოტო)
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში Dark Mode-ის რეჟიმის ამოქმედებას Chrome-იც გეგმავს.