LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჭკვიანი საკეტი, რომლითაც კარს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გააღებთ და დაკეტავთ

97
page

კომპანია August-მა კარის ინოვაციური „ჭკვიანი საკეტი“ გამოუშვა, რომელიც საოცრად უსაფრთხო და კომფორტულია. აღნიშნული მოწყობილობა პროგრამულად გამართულია და მისი გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მის დამონტაჟებას კი სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება და ის კარის კლასიკური საკეტის მექანიზმის შეცვლას არ საჭიროებს.

უახლესი საკეტი თქვენს მობილურს Bluetooth-ით და Wi-Fi-ით უკავშირდება. სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით კი კარის დისტანციურად გაღება და დაკეტვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. და რაც ყველაზე მთავარია, ჭკვიანი საკეტი ინახავს ინფორმაციას ყველაზე, ვინც სახლში შემოდის და გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები