„კოსმოსური ბენდის“ Coldplay-ის ახალი სიმღერის Higher Power პრემიერა კოსმოსში შედგა. ამაში ჯგუფს ორბიტაზე მყოფი ფრანგი ასტრონავტი, ტომას პესკე დაეხმარა.

სინგლის გაჟღერებისას ჯგუფის წევრები და ასტრონავტი ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში ესაუბრებოდნენ.

ახალი კომპოზიცია, Higher Ground ბენდის ახალ, რიგით მე-9 სტუდიურ ალბომში შევა.

შეგახსენებთ, პირველი სიმღერა, რომელიც კოსმოსში გაჟღერდა Jingle Bells გახდა. ეს მოხდა 1965 წელს. კოსმოსში დაკრულ სხვა ცნობილ კომპოზიციებს შორისაა ასევე დევიდ ბოუის Space Oddity და ელვის პრესლის Heartbreak Hotel.

ტეგები: Coldplay
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები