LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მუსიკალური პროექტის – ANIK ახალ სინგლში ,,ვეფხისტყაოსნის” აფორიზმი ჟღერს

364
Capture

ანა ჟორდანიას, ნიკო მჭედლიშვილისა და ნიკუშა ჯანელიძის მუსიკალურმა პროექტმა – ANIK ახალი სინგლი გამოუშვა. Dance with the Devil – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის პრემიერა ტრიოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზე კლიპთან ერთად შედგა.

მუსიკალური რგოლის რეჟისორი, გრიგოლ ჟორდანიაა, რომელსაც ახალგაზრდა არტისტებთან აქამდეც უთანამშრომლია. პროექტის სადებიუტო ნამუშევრის – Play N’ Pray ვიდეოც ამ უკანასკნელმა გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვან ტრეკში შოთა რუსთაველის პოემიდან – ,,ვეფხისტყაოსანი” ერთ-ერთი აფორიზმი – ,,რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია!” ჟღერს.

ცნობისთვის, ANIK სადებიუტო სტუდიური ალბომის – ANIK Project გამოშვებას აპირებს. დისკში 8 კომპოზიცია შევა, რომლებიც დღის სინათლეს კლიპებთან ერთად იხილავს. პროექტი, რომლის მუსიკალური მიმართულება ჯაზისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია, მიმდინარე წელს, თბილისში ჩამოყალიბდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები