LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სერიოზული ტრავმების შემდეგ მადონა კვლავ ცხენზე ამხედრდა – 62 წლის ვარსკვლავი შესანიშნავად ჯირითობს

86
page

62 წლის მადონა მართლაც რომ უბერებელია. გარდა იმისა, რომ პოპ-ვარსკვლავი ჩვეული ენერგიულობით ანთებს ცეცხლს სცენაზე, არც რეალურ ცხოვრებაში ნებდება წლებს.

ფოტო: „თვითგამოხატვის მომენტი“ – 62 წლის მადონა პრაქტიკულად სრულიად გაშიშვლდა

ცნობისთვის, ვარსკვლავი შეუდარებელი მხედარი იყო, თუმცა 15 წლის წინ მან ცხენზე ჯირითის დროს სერიოზული ტრავმები მიიღო. მან სამი ნეკნი და ლავიწის ძვალი მოიტეხა. ამის შემდეგ ტრავმირებული ვარსკვლავი ცხენს არც კი გაკარებია.

თუმცა მადონამ ეს შიშიც დაამარცხა. სულ ცოტა ხნის წინ „გრემის“ შვიდგზის მფლობელმა ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს ვიდეო გაუზიარა, სადაც ცხენზე  ჯირითობს.

„კვლავ უნაგირზე, არასოდეს თქვა არასოდეს!“, – ასე დაასათაურა მადონამ ვიდეო, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო და საზოგადოება აღაფრთოვანა გამბედაობით.

62 წლის მადონა გვაჩვენებს, როგორი ბედნიერია 27 წლის ბოიფრენდთან 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Madonna (@madonna)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები