LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizphone WP006 – ,,გუგლის” ახალი გაჯეტი, რომელიც 7 დოლარი დაგიჯდებათ

c3f9ff90571b8212c35d4d7b197d3e09

,,გუგლმა” 4G გაჯეტის, Wizphone WP006 პრეზენტაცია გამართა. მობილურ ტელეფონს, რომელიც KaiOS ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, Google ასისტენტის გამოსაძახებლად სპეციალური ღილაკი აქვს, რომლის საშუალებით მომხმარებელი რამდენიმე სხვადასხვა ხმოვანი ბრძანების გაცემას შეძლებს.

საინტერესოა, რომ მოწყობილობაზე შესაძლებელია სოციალური ქსელების, მათ შორის Facebook-ისა და WhatsApp-ის გაშვება.

 

კომპანიის ინფორმაციით, ტელეფონი აღჭურვილია Qualcomm 2015 Mobile Platform-ით, რომელიც 512 მეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით მუშაობს. ამასთან, გაჯეტის დამატებითი მეხსიერება 4 გიგაბაიტია.

Wizphone WP006-ს 2 მპ მთავარი კამერა და წინა კამერა VGA გაფართოებით აქვს. ფუნქციონალის გათვალისწინებით, ბატარეამ, რომლის მოცულობა 1800 მა/სთ.-ს შეადგენს, 350 საათის განმავლობაში იმუშავებს.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გაჯეტის შესაძენად ნებისმიერ მსურველს მხოლოდ 7 დოლარის გადახდა მოუწევს.

ჯერჯერობით უცნობია როდის ჩაეშვება გაყიდვაში ,,გუგლის” ახალი პროდუქტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები