დიდ ბრიტანეთში სტარტი წლის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მუსიკალურმა ფესტივალმა, „გლასტონბერიმ“ აიღო. ყოველწლიურად მასზე მსოფლიოს მუსიკის წამყვანი წარმომადგენლები იკრიბებიან. ფესტივალი 1970 წლიდან თარიღდება და ტრადიციულად ის ქალაქ გლასტონბერის მახლობლად იმართება.
ღონისძიებამ უკვე დიდი ხანია მოიპოვა პოპულარობა არამარტო მუსიკოსებს, არამედ პოპულარულ და სრულიად სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს შორის. ბევრი მათგანი მასში მონაწილეობს კიდეც. მაგალითად, წლევანდელ ფესტივალზე ჯონი დეპი სპეციალურად თავისი ახალი ფილმის, „The Libertine“ პრემიერისთვის ესტუმრა.
დიდ ბრიანეთში ჩავიდა ბრედლი კუპერიც, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იყო. მაყურებლების წინაშე მან ფილმ „ვარსკვლავის დაბადების“ ერთ-ერთი კომპოზიციით წარდგა. შეგახსენებ, რომ ფილომი კუპერის რეჟისორული დებიუტია.
ფოტოგრაფებმა ასევე მარგო რობის, კარა დელევინის, ვიქორია და დევიდ ბექჰემებისა და ბრედ პიტის დაფიქსირება მოახერხეს.