დათო ხუჯაძემ ახალი სიმღერა წარადგინა

„ფორტუნა პლუსის“ ეთერში გადაცემაში EXCLUSIVE დათო ხუჯაძემ თავისი ახალი სიმღერა წარადგინა. სიმღერის სახელწოდებაა „მენდე“.

დათო ხუჯაძე:

ამ სიმღერაზე კლიპიც გადავიღეთ, ჟღერადობაც მინიმალისტურია, რაც დღეს მისაღებია და ვიდეორგოლიც ასეთივეა. მას მაყურებელი რამდენიმე დღეში ნახავს. ზაფხულის სიმღერაა. ამ სიმღერაზე უნდა იცეკვოთ და გაერთოთ.

სამმა კაცმა ვიმუშავეთ ამ სიმღერაზე, ტექსტი მანუჩარ მანჯავიძეს ეკუთვნის, თავად სიმღერაზე კი ვიმუშავეთ მანუჩარმა, მე და ბორიკო შხიანმა. დიდი ხანი არ დაგვიხარჯავს, სულ რამდენიმე საათი. თუ რამე კეთდება, კარგი კოლექტივი უნდა იყოს, სადაც მოგინდება ამის კეთება. რაც უფრო გაიწელება, ემოცია მოკვდება. ხშირად არ უნდა გადააკეთო და გადმოაკეთო. უცებ რა ემოციაც მოიტანა, ის უნდა ჩაწერო.