LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელექტრონული მუსიკა ნარკოტიკების გარეშე“ – პროექტის „ლაილა“ ავტორები

7
elene-mushkudiani-ana-jafaridze-exclusive

გადაცემის ლაივი LIVE

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „Exclusive“-ის სტუმარები არიან ქართველი არტისტები, ელენე მუშკუდიანი და ანა ჯაფარიძე, რომლებმაც ახალი, სოციალური, სატელევიზაციო პროექტის „ლაიას“ შესახებ დაწვრილებით ისაუბრეს.

8 თებერვალს, მესტიაში „თეზოს თასის“ რიგით მე-5 შეჯიბრი გაიმართება, იქნება პრიზები და უამრავი საინტერესო რამ, სათხილამურო პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ შეჯიბრთან  ერთად გაიმართება სოციალური, სატელევიზაციო პროექტი „ლაილა“, რომელიც მიზნად  ქართველი არტისტების პოპულარიაზაციას ისახავს.

პრექტი „ლაილა“ ერთგვარი ანტინარკოტიული, ანტირასობრივი, თანასწორობის იდეით გაჯერებული პროექტია. ელექტრონული მუსიკა „ანდერგრაუნდს“ უნდა გასცდეს და სტიგმებიც უნდა დაინგრეს, პროექტის მიზანია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, სვანეთში შევკრიბოთ ქართველი არტისტები, ის ადამიანები, რომლებსაც  ელექტრონული მუსიკა უყვართ. ასევე გვინდა, საზოგადოებას დავუმტკიცოთ, რომ მუსიკის მოსმენა ნარკოტიკებისა  და ალკოჰოლის გარეშეც შეიძლება. ელექტრონული მუსიკა ნარკოტიკების გარეშე – კარგ მუსიკას არ სჭირდება არც ნარკოტიკი და არც ალკოჰოლი.

„თეზოს თასის“ ლოკაციიდან ვიწყებთ პირველ ივენთს, შემდეგ კი გვსურს საქართველოს  თითოეულ კუთხეში ჩავიდეთ და საზოგადოებას დავანახოთ, თუ რაოდენ ჯანსაღად შეგვიძლია გართობა.

ამ პროექტზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით,  ამიტომ ძალიან დიდი მოლიდინიც გვაქვს, საქრთველოში უამრავი კარგი არტისტი გვყავს და გვსურს, ისინი გავაერთიანოთ. რამდენიმე ქვეყანაში მსგავსი პროექტის ანალოგი უკვე არსებობს, თუმცა, ამიერკავკასიაში პირველები ვართ. პირველ ნაბიჯებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მხარში უამრავი კარგი ადამიანი გვიდგას და გვსურს, პროექტს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ისე მოვიქცეთ, რომ მასპინლებს დისკომფორტი არ შევუქმნათ და პატივი ადგილობრივ ტრადიციბსაც ვცეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები