LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღონისძიების ჰედლაინერი Oscar & the Wolf იქნება – Monument Events ახალი გამოწვევებით ბრუნდება

36

გადაცემა After-ის ახალი სეზონის პირველი ეთერი Monument Events-სა და 12 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებას დაეთმო, რომლის Line up-ის ჰედლაინერი ბელგიური ბენდი Oscar & the Wolf იქნება. ,,ფორტუნა პლუსის” სტუდიას ივენთ ჯგუფის დამფუძნებლები, გიორგი და დავით კვაშილავები სტუმრობდნენ.

– 12 ოქტომბრის მოლოდინში ვართ. მოგვიყევით, როგორ მოხდა ბენდთან დაკავშირება, საიდან წამოვიდა ეს იდეა?

გიორგი: იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს Oscar & the Wolf საქართველოში ძალიან პოპულარულია მივიღეთ გადაწყვეტილება დავკავშირებოდით სააგენტოს, რომელთანაც ისეთი ვარსკვლავები თანამშრომლობენ, როგორებიც ბრუნო მარსი, სტრომაი და სხვები არიან. სირთულის მიუხედავად მოლაპარაკები შედგა.

– სად გაიმართება საღამო?

– ივენთი ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში, ცოტნე დადიანის 32 ნომერში ჩატარდება. კარი 8 საათზე გაიღება, კონცერტი კი 10-ზე დაიწყება.

– ვინ იქნებიან Line up-ის სხვა არტისტები…

– სთეიჯზე ასევე ერეკლე დეისაძე, Ten Walls და უკრაინელი Smailov გამოვლენ.

– ბილეთების შეძენა როგორ ხდება და რა აქციები მოქმედებს საღამოზე დასწრების მსურველთათვის…

დავითი:  ბილეთები იყიდება eventer.ge-ზე. ბილეთების რაოდენობა ლიმიტირებულია. გვაქვს რამდენიმე აქცია, მათ შორის 60 ლარიანი ბილეთები სტუდენტებისთვის 40 ლარი ღირს. აპლიკაციის Veon Georgia გამოყენებით, მსმენელი 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ბილეთები გაიყიდება, სავარაუდოდ, კარზეც, თუ, რა თქმა უნდა, იქამდე Sold Out არ გამოვაცხადეთ, რადგან მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

– სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ…

გიორგი: აბსოლუტურად გადავერთეთ ელექტრონულ მუსიკაზე და ნელ-ნელა ვვითარდებით. ვგეგმავთ ბევრ ივენთს უამრავ ცნობილ არტისტთან ერთად. მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ამიტომ ვინაობას ჯერჯერობით ვერ გაგიმხელთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მუსიკოსი საქართველოში აქამდე არ ჩამოსულა. ჩვენი მომხმარებლები სიახლეებს ,,ფეისბუქ” გვერდიდან შეიტყობს.

დავითი: Monument Events ეს არის ურთიერთობა, რომელიც შეიქმნა ხალხის სიამოვნებისთვის. ჩვენი მიზანია ბაზარზე ჩამოვყალიბდეთ როგორც ხარისხიანი და საინტერესო კომპანია, შესაბამისად ელოდეთ უფრო დიდ ღონძიებებს, რომლებზეც სრულიად ამიერკავკასია ილაპარაკებს.

– წარმატებებს გისურვებთ!

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები