LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 რა არის პლაზმოთერაპიის უპირატესობები – სილამაზის აკადემია

6
სოფო-დალაქიშვილი

როგორ მიმდინარეობს პლაზმოთერაპიის პროცედურა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კლინიკა „ლაინის“ დერმატო-კოსმეტოლოგმა სოფო დალაქიშვილმა ისაუბრა.

ეს არის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდი, ორგანიზმის რესურსების გამოყენებით. პლაზმოთერაპიის პროცედურისთვის მომზადება არ არის რთული, არ სჭირდება ბევრი დრო. ტარდება მხოლოდ კლინიკის პირობებში სერტიფიცირებული მოწყობილობებით, ანტისეპტიკის ყველა პირობების დაცვით.

რას ითვალისწინებს მკურნალობის პროცესი?

მკურნალობის ჩატარებამდე საჭიროა სისხლის ანალიზის აღება. სისხლი თავსდება სპეციალურ სინჯარებში, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მისაღებად. მზადდება 2 სახის თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა: თხევადი და გელისმაგვარი – აუტოგელი.

მეზოთერაპიული გზით თხევადი პლაზმა შეიყვანება კანქვეშ, გელისებრი პლაზმით ხდება სახისა და დეკოლტეზე ნაოჭების ამოვსება, ტარდება ბიოარმირების პროცედურა: ხოლო თხევადი პლაზმა კეთდება, როგორც სახეზე ასევე თავის თმის ნაწილზეც.
მთლიანი პროცედურა საშუალოდ გრძელდება 45 წუთი, გამეორება ხდება 3-ჯერ, ინტერვალი პროცედურებს შორის 4-6 კვირაა.

 რა არის პლაზმოთერაპიის უპირატესობები?

ნაოჭების შევსების შესაძლებლობა და ბიოარმირების ჩატარება თრომბოციტებით მდიდარი აუტოგელით;
პროცედურის ჩატარებიდან 3 კვირაში უკვე ჩანს შედეგი;
კანი ხდება უფრო გაჯერებული საკვები ნივთიერებებით და უმჯობესდება მისი სტრუქტურა;
კოლაგენის გამომუშავება გრძელდება 3 თვის მანძილზე, ჩატარებული პროცედურის ეფექტი ძლიერდება დროთა განმავლობაში და პლაზმოთერაპიის შედეგი უფრო ხილული ხდება;
არ იძლევა ალერგიას, ეს არის ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროდუქტი.

პლაზმოთერაპიის ჩვენება:
მოდუნებული, მოშვებული კანი.
ნაოჭები თვალის ირგვლივ.
შავი რგოლები თვალების ირგვლივ.
გამოხატული ცხვირ-ტუჩის ნაოჭი.
სახის წაშლილი ოვალი.
კანის ელასტიურობის დაკარგვა ყელზე, დეკოლტე და სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის : მუხლები, ბარძაყები, ხელები, მუცელი.

პლაზმოთერაპიის ძირითადი ჩვენება არის ახალგაზრდობის შენარჩუნებაა:
რეგენერაცია
აღდგენა
გაახალგაზრდავება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები