LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის Ultherapy პროცედურა – სილამაზის აკადემია

13
ქეთი-მაჭავარიანი

რა არის Ultherapy – ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია“ექიმმა კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.

რა არის Ultherapy?

Ultherapy ეს არის კანის არაინვაზიური smas lifting-ი. დღესდღეობით პლასტიკური ქირურგიის ერთადერთი ალტერნატივაა. ფოკუსირებული ულტრაბგერა შერჩევითად მოქმედებს კანის შრეებზე, იწვევს მის გათბობას დაზიანების გარეშე, აღწევს სხვადასხვა სიღრმეში.რაც ყველაზე მთავარია,მუშაობს ზედაპირულ კუნთოვან-აპონევროზულ სისტემაზე (superficial musculo_aponeurotic system)smas-ზე. ხდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი და შედეგად ვიღებთ ლიფტინგს.

რომელია სამუშაო ზონები?

სამუშაო ზონები ძირითადად, სახე, ყელი, დეკოლტე, ასევე სხეულის სხვადასხვა ზონებია ლოკალურად. შედეგის დადგომა იწყება 1-2 თვიდან და ნარჩუნდება 1,5 წელი, თუმცა ზედაპირული ნაოჭების გასწორება შესამჩნევი ხდება რამდენიმე დღეში. შედეგი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, კანის მდგომარეობაზე და რესურსზე. არ ახასიათებს სეზონურობა და არ საჭიროებს რეაბილიტაციას. დაპატენტებული deep see ვიზუალიზაცია (ექოგენურობა)ექიმს საშუალებას აძლევს დაინახოს სამკურნალო ზონა, რაც პროცედურას უფრო ეფექტურს და უმტკივნეულოს ხდის. ეს ტექნოლოგია განასხვავებს ორიგინალ აპარატს სხვა აპარატებისგან.

ჩვენი კლინიკა Nuage, გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და კვალიფიცირებული სპეციალისტებით, სადაც  შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეს და სხვა ინოვაციური პროცედურები. პროცედურები,უახლესი ტექნოლოგიებით,უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით,უსაფრთხოდ და ეფექტურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები