LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მეთოდები არსებობს ცელულიტთან საბრძოლველად – სილამაზის აკადემია

12
shalva

გადაცემის ლაივი LIVE

ცელულიტის დაძლევის გზები – ექიმი-რეაბილიტოლოგი შალვა აბულაძე გადაცემაში “სილამაზის აკადემია”,

რა არის ცელულიტი?

როგორც უკვე ყველასათვის ცნობილია, ცელულიტი შემაერთებელი ქსოვილის სისუსტეა. ცელულიტის საყვარელი ადგილებია დუნდულები, მკლავები, მუცლის წინა და გვერდითი კედლები. მისი სამიზნე სუსტი სქესია, რაც იმით აიხსნება, რომ ქალის შემაერთებელ ქსოვილს ნაკლებად თანაბარი სტრუქტურა აქვს. ნიშანდობლივია, რომ მოწიფულ ასაკში ქალებს სხეულის განსაზღვრულ ადგილებზე ცხიმოვანი ქსოვილი შედარებით ჭარბად უვითარდებათ, რასაც თან სდევს კანზე ღრმულების გაჩენა. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ცელულიტის პრობლემა მხოლოდ ჭარბწონიან ქალბატონებს უვითარდებათ. ცელულიტი შესაძლოა ჰქონდეს გამხდარ და პატარა ასაკის გოგონასაც.

რა ასაკიდან იჩენს თავს ეს პრობლემა ქალებში?

დაავადების გავრცელება ასაკთან ერთად იმატებს, პირველ ნიშნებს უკვე 25-27 წლის ასაკში ვხვდებით, ბოლო დროს კი სამწუხაროდ მისი გაახალგაზრდავების ტენდენცია შეიმჩნევა. ცელულიტის ფენომენი სრულყოფილად ჯერ შესწავლილი არაა, თუმცა სპეციალისტები აღარ დავობენ, რომ მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ფაქტორებს: ჰორმონულ ცვლილებებს, მემკვიდრეობას, არასწორ კვებას, სქესს, ეთნიკურ თავისებურებებს, ცხოვრების წესს. მრავალი მკვლევარი ცელულიტს XXI საუკუნის ფენომენად მიიჩნევს და ფიზიკური აქტივობის მკვეთრ შეზღუდვას უკავშირებს. სავარძელი სამსახურში და სახლში, ავტომობილის სალონი, ანუ უმოძრაობა – ცელულიტის ძირითადი მიზეზები გახლავთ! თანამედროვე გამოკვლევებით დადასტურდა რომ ცელულიტი შესაძლოა სტრესმაც გამოიწვიოს, რომელიც ჰორმონული დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზია.

რა მეთოდები არსებობს ცელულიტთან საბრძოლველად?

დღეისათვის მთელ მსოფლიოში ცელულიტთან საბრძოლველად არსებობს უამრავი მეთოდოლოგია. ჩვენს კლინიკაში ცელულიტთან ბრძოლის არაინვაზიური მეთოდია დანერგილი რაც წარმატებით გამოიყენება და გვაქვს ფანტასტიკური შედეგები. საქართველო ერთ ერთი მოწინავე ქვეყანაა ცელულიტთან ბრძოლაში. ცელულიტთან ბრძოლისას წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ თუ კომპლექსურ მიდგომას გამოვიყენებთ. რაც გულისხმობს: ბალანსირებულ დიეტას, აქტიურ, ჯანსაღ ცხოვრების წესს, მკურნალობის ფართო სპექტრს .

რა რჩევების მიცემა შეგვიძლია მათთვის ვინც ვერ ახერხებს მიმართოს ძვირადღირებულ მომსახურებას ესთეტიკურ ცენტრებში?

შევამციროთ ტკბილის მიღება და 18 საათის შემდეგ მთლიანად შევზღუდოთ. შეეცადეთ საკვები პატარ პატარა ულუფებით ყოველ 3 საათში ერთხელ მიირთვათ. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული – სტაფილო, პომიდორი, წითელი წიწაკა. მიირთვით უცხიმო ხაჭო, ფრინველის ხორცი და კვერცხი, ანუ მეტი ცილის შემცველი საკვები. სასურველია ზღვის პროდუქტები. 10 დღის მანძილზე მაინც ნუ მიეტანებით მარილიან და შემწვარ საკვებს. სეირნობა სუფთა ჰაერზე და მსუბუქი აქტივობები ანელებს ცელულიტის გავრცელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები