LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მითები არსებობს სილიკონის იმპლანტებზე – სილამაზის აკადემია

5
kalantarovi

გადაცემის ლაივი LIVE

რა მითები არსებობს სილიკონის იმპლანტებზე – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე კალანტაროვმა ისაუბრა.

რა მითები არსებობს სილიკონის იმპლანტებზე?

მითია, რომ სილიკონის იმპლანტი შეიძლება, გასკდეს.

მითია, რომ სილიკონის იმპლანტი რამდენიმე წლის შემდეგ ყველა შემთხვევაში გამოსაცვლელია. სინამდვილეში სილიკონის იმპლანტი მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით შეიძლება გახდეს შესაცვლელი.

არასწორია, როცა მკერდს აფასებენ ზომების მიხედვით, მაგალითად: 1, 2, 3 და ა.შ. სწორია, რომ მკერდი შეფასდეს სხვა შკალის მიხედვით, კერძოდ, აქ იგულისხმება გულმკერდის გარშემოწერილობა – 75-80-90 და ა.შ. და ლიფის ფიალის ზომა, რაც გამოისახება ლათინური ასოებით.

რამდენი სახის იმპლანტი არსებობს?

არსებობს ორი სახის იმპლანტი: ანატომიური და მრგვალი. მათ შორისაც არის სხვაობა: დაბალი პროფილის და მაღალი პროფილის.

ძუძუთი კვება შეიძლება მამოპლასტიკის შემდეგ?

იმპლანტებით მკერდის გადიდების შემდეგ, თავისუფლად შეიძლება ლაქტაცია, ასეთი ოპერაციის დროს ჯირკვალს არ ვეხებით და არც მამოლოგთან კონსულტაციით ხდება გადაწყვეტილების მიღება.

ორსულობა შეიძლება მამოპლასტიკიდან ერთ წელში. ძუძუთი კვების დროს ნებისმიერი მკერდი, როგორც ბუნებრივი, ისე იმპლანტებით გადიდებული, მცირედით იცვლის ფორმას.

მამოპლასტიკის რამდენიმე სახეობა არსებობს?

მკერდის გადიდება იმპლანტებით (აუგმენტაცია), მკერდის გადიდება საკუთარი ცხიმით (ლიპოფილინგი), მკერდის დაპატარავება (რედუქციული მამოპლასტიკა), მკერდის აწევა (მასტოპექსია), მკერდის რეკონსტრუქცია, მათ შორის, მოკვეთილის, დამწვარის ან სხვა მიზეზით დაზიანებულის.

როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ საახალწლო საჩუქარი – მკერდის რეკონსტრუქცია ერთი პაციენტისთვის?

საახალწლოდ ერთ ონკოპაციენტ ქალბატონს, რომელსაც რადიკალური მასტექტომიის გაკეთება სიმსივნის გამო მოუწია, სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთდება მოკვეთილი მკერდის რეკონსტრუქცია.

მოკვეთილი მკერდის რეკონსტრუქცია არის საკმაოდ რთული ოპერაცია და მის ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო ჩვენება, ამიტომ შერჩევის პროცესი რამდენიმე ნაწილად დაიგეგმა:

1. თუ გეგმავთ ან უკვე გაქვთ ჩატარებული მასტექტომია, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე;

2. კონსულტაციის შედეგად, შევაფასებთ თქვენს მდგომარეობას, არის თუ არა თქვენი ორგანიზმი მზად ამ ოპერაციისთვის;

3. კონსულტაციების შედეგად, შევარჩევთ რამდენიმე ქალბატონს, რომელსაც აქვს შესაბამისი სამედიცინო ჩვენება მკერდის რეკონსტრუქციისთვის;

4. შერჩეული რამდენიმე ქალბატონიდან საბოლოოდ არჩევანს გავაკეთებთ ერთ მათგანზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს ოპერაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები