LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მითები არსებობს წამწამების დაგრძელებასთან დაკავშირებით – სილამაზის აკადემია

24
გაია

გადაცემის ლაივი LIVE

რა მითები არსებობს წამწამების დაგრძელებასთან დაკავშირებით – ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია“ წამწამების დაგრძელების სპეციალისტმა გაიამ ისაუბრა.

აყენებს თუ არა დაგრძელება ზიანს ჩვენს ბუნებრივ წამწამებს?

წამწამების დაგრძელება ეს არის წამწამების ხელოვნური გზით გახშირება.იმისთვის, რომ ბუნებრივი წამწამები არ დაზიანდეს, მნიშვნელოვანია: დაგრძელების სწორად შესრულება, ხელოვნური ღერების შერჩევა ბუნებრივ ღერებთან შესაბამისად, ბუნებრივი ღერების სისქის გათვალისწინება, დაგრძელებული წამწამების ყოველდღიური მოვლა.

მითი 1 – წამწამების დაგრძელება იწვევს ბუნებრივი წამწამების დაცვენას

პროფესიონალთან ვიზიტი არის გარანტი იმისა რომ თქვენი წამწამები არ დაზიანდება. ნატურალური წამწამები შესაძლოა ჩამოცვივდეს თუ მასტერმა არასწორი მოცულობა და სიგრძე შეარჩია.

ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს წამწამების ბუნებრივი განახლება ყოველ 1,5-2,5 თვეში ერთხელ.

მითი 2 – წამწამების დაგრძელება დისკომფორტს იწვევს

პროფესიონალი სტილისტი პროცედურისას იცავს ყველა წესს, რათა თქვენ არ იგრძნოთ დისკომფორტი და ჩხვლეტა. სწორად გაკეთებული ხელოვნური დაგრძელება საერთოდ არ იგრძნობა.

მითი 3 – ხელოვნური წამწამები მზადდება ცხოველის ბეწვისგან

ხელოვნურ წამწამები არ მზადდება ცხოველის ბეწვისგან. ის დამზადებულია მაღალი ხარისხის სინთეტიკური მონოფილამენტისაგან და ბაზარზე გასვლამდე იტესტება ალერგენებზე.

მითი 4 – დაგრძელებული წამწამები არაბუნებრივად გამოიყურება

კლასიკურად დაგრძელებულ წამწამებს აქვს ტუშის ეფექტი და ძალიან რთულია ბუნებრივისა და დაგრძელებული წამწამების ერთმანეთისგან გარჩევა ახლოდანაც კი.

მოცულობითი დაგრძელებისას რა თქმა უნდა, სხვაობა შესამჩნევია, თუმცა, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

რას ითვალისწინებს წარბებისა და წამწამების ლამინირება?

ლამინირება საშუალებას გაძლევთ ლამაზი ფორმით დააფიქსიროთ თქვენი დაუმორჩილებელი წარბები თუ წამწამები, აღარ გექნებათ ფიქსატორი გელის და ტუშის გამოყენების აუცილებლობა, ერთი თვის განმავლობაში თქვენი წარბები იქნება დავარცხნილი, წამწამები აპრეხილი და ძალიან ბუნებრივი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები