LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უშლის ხელს წონის კლებას – სილამაზის აკადემია

14
akademia101

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის მეტაბოლიზმი, როგორ უნდა გადავანაწილოთ კვების რაციონი სწორად და რატომ არის მნიშვნელოვანი ვარჯიში – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში ,,სილამაზის აკადემია” ფიტნეს მენტორმა ტატო ბახტურიძემ ისაუბრა.

რა არის მეტაბოლიზმი?

მეტაბოლიზმი ეს არის ნივთიერებათა ცვლა, რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზმის აქიურად მუშაობისთვის. თუ გვაქვს მეტაბოლიზმი აჩქარებული ხდება წონის კლება, თუ შენელებული – მატება. მეტაბოლიზმის დასტაბილურება ხდება სწორი კვებითა და ვარჯიშით. საჭიროა სწორად შერჩეული კვების რაციონი, დიდ როლს თამაშობს ძალისმიერი ვარჯიშები, კუნთის მასის მატება და კლება დაკავშირებულია ამ პროცესებთან.

რას მოიცავს დაბალანსებული კვება?

კვებაში დაბალანსებული უნდა იყოს ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები. რაციონი უნდა მოიცავდეს 70 % ნახშირწყლებს, 20-25% ცილას, 8-10 % ცხიმს.

ნახშირწლები უნდა მივიღოთ ბურღულეულის სახით, დილის საათებში. ცილებია ქათმის ხორცში, თევზში, საქონლის ხორცში, ხაჭოში, მაწონში… ასევე აუცილებელია ჯანსაღი ცხიმები მივიღოთ, რათა არ მოხდეს ორგანიზმის გამოფიტვა. წონის გაყინვა უკავშირდება არასწორად შერჩეულ დიეტებს, როცა ადამიანი შიმშილობს, ხდება სტრესის ჰორმონის კორტეზოლის გამოყოფა და ეს ყველაფერი ბლოკავს წონის კლებას.

რა არის კალორიების დეფიციტი?

კალორიების დეფიციტის გარეშე წონას ვერ დავიკლებთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გადაჭარბებულად. უნდა დავაბალანსოთ კონკრეტული პიროვნების მონაცემების მიხედვით. კვების შედგენა ხდება წონის, ასაკის, ფიზიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც იქნება ჯანსაღი და არ გამოიწვევს სტრესს. ჩვენი მიზანია გავხარჯოთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე ვიღებთ კალორიას. შეიძლება ერთ წუთში მივიღოთ იმაზე მეტი კალორია, რომლის გახარჯვა დაგვჭირდება მთელი ვარჯიშის განმავლობაში. ხშირია შემთხვევა ამცირებენ კალორაჟს, თავიდან იკლებენ, მაგრამ შემდეგ იმატებენ ორმაგად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები