LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა წონაზე კეთდება ლიპოსაქციის პროცედურა – „სილამაზის აკადემია“

31
საშა-კალანტაროვი

რა წონაზე კეთდება ლიპოსაქციის პროცედურა – პლასტიკური ქირურგი საშა კალანტაროვი სტუმრად გადაცემაში „სილამაზის აკადემია“.

რა არის ლიპოსაქცია?

ლიპოსტაქცია არ არის წონის დაკლების პროცედურა, არამედ ეს არის სხეულის კორექციის მიზანშეწონილი პროცედურა.  ჩვენთან მოდიან ქალბატონები, მამაკაცები, რომლებიც არ არიან კმაყოფილი თავისი აღნაგობით, რომ დაიპატარავონ სხეულის კონკრეტული მონაკვეთი.

როდის კეთდება ეს პროცედურა?

გააჩნია როგორია ვიზუალურად სხეული. შეიძლება 70 კილო იყოს ადამიანი და მას დასჭირდეს ლიპოსაქცია ან იყოს 100 კილო და ცხიმი ისე იყოს განლაგებული, რომ არ დასჭირდეს პროცედურის ჩატარება.

ეს პროცედურა კეთდება საშუალო წონის ადამიანზე, ვისაც არ მოსწონს მუცლის, გვერდების, ბარძაყისა და დუნდულების არეში დაგროვილი ცხიმი, ეს ცხიმი არ ექვემდებარება მარტივი დაკლების მეთოდებს. ხშირად პაციენტები ყველაფერს აკეთებენ რომ დაიკლონ წონაში, მაგრამ კონკრეტულ მონაკვეთში ცხიმი არ იშლება, სწორედ ამ დროს კეთდება ლიპოსაქცია.

რა სირთულის ჩარევაა?

ლიპოსაქცია კეთდება მიკროინვაზიური მეთოდით, ნაჩხვლეტების საშუალებით ვიწრო ზონდი შედის კანში და ხდება ზედმეტი ცხიმის ამოღება. ცხიმი უნდა იყოს ამოღებული ნორმის ფარგლებში. 10 ლიტრამდე ცხიმის ამოღება ითვლება უსაფრთხოდ.

პირველი სამი თვის განმავლობაში არსებობს პოსტ ოპერაციული შეშუპება. პატარა ლიპოსაქციის დროს შეშუპება ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები