LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გულისხმობს კანის ინვაზიური და არაინვაზიური მოვლა – სილამაზის აკადემია

57
ნათია ნუცუბიძე

გადაცემის ლაივი LIVE

რას გულისხმობს კანის ინვაზიური და არაინვაზიური მოვლა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ნათია ნუცუბიძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურები?

ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურები მოკლედ რომ განვმარტოთ: ინვაზია არის კანის მთლიანობის დარღვევის პროცედურა, როდესაც კანის მთლიანობას ვარღვევთ სხვადასხვა ინექციით ანუ ინექციურ მეთოდიკას ვეძახით ინვაზიურ პროცედურას, (კანქვეშ ინექციას )და არაინვაზიურს კანის ზედა შრეში ანუ აპარატურული პროცედურები ძირითადად.

თანამედროვე ესთეტიკური მედიცინაში, ბევრი იმსჯელეს და პრაქტიკაც დაიდო, რომ ყველაზე კარგი შედეგი აქვს ორივეს ერთად კომბინაციაში, როგორც ინვაზიურ ასევე არაინვაზიურ პროცედურებს, სწორედ ამიტომ ჩვენს კლინიკაში დანერგილია კომბინირებულად პროცედურები.

რომელი პროცედურა რომელთან,  ანუ ინვაზიური არაინვაზიურთან რომელი არის სასურველი რომ გაკეთდეს და რა შედეგის მომტანი იქნება. ძალიან აქტუალურია ბოლო პერიოდში კარბოქსი,  კიდევ ერთხელ განვმარტოთ რა არის კარბოქს თერაპია შემდეგ უკვე რასთან ერთად არის კარბოქსის გაკეთება სასურველი?

კარბოქსი ეს არის ინვაზიური პროცედურა, როდესაც კანქვეშ შეგვყავს ნახშირბადის დიოქსიდი CO2 და რომელიც არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცედურაა და მცირე ინვაზიად, ფიზიოლოგიურ პროცედურად ითვლება, არის ჰიპოლერგიული და ორგანიზმი ყოველ წუთში გამოიმუშავებს ამ ნივთიერებას. მე თითქმის ყველა კომბინაციაში ვიყენებ ნებისმიერი უჯრედის დეტოქსიკაციის შედეგის მიღებისთვის კარბოქს თერაპიას და შემდეგ სხვადასხვა პროცედურასთან ერთად. კარბოქსი სისხლის და ლიმფო დრენაჟის ხარჯზე ახდენს სისხლძარღვების კედლების გაუმჯობესებას, ხდება თავისუფალი რადიკალების შთანთქვა.

კარბოქსი რასთან უნდა გაიკეთოს მომხმარებელმა?

გააჩნია შემთხვევას, მაგალითად კარბოქს თერაპია იდეალურია გრავიტციულ ფტოზზე, ანუ გარკვეულ ასაკში, როდესაც ხდება რომელიმე უბნის დაშვება-მოშვება და კანის სტრუქტურის დაკარგვა ვიწყებთ კარბოქს თერაპიით შემდეგ გადავდივართ ულთერაპიაზე, კანისა და კუნთური შრეების გამკვრივებაზე, ყველა ეს პროცედურა კეთდება სხვადასხვა მეთოდიკით, ასაკი არ არის შეზღუდული, შეგვიძლია 15 წლიდან გავიკეთოთ და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის დავიწყოთ პროცედურულად, არ ახასიათებს არანაირი გვერდითი ჩვენება, საუკეთესო საწყისი პროცედურაა.

ინვაზიურ პროცედურად ითვლება ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, ფილერი …

არის მეზოძაფები, ჩვენს კლინიკაში შემოვიღეთ წლიური თავის გამაჯანსაღებელი პროცედურა: ვიწყებთ უჯრედის დეტოქსიკაციით, შემდეგ გადავდივართ თვითონ კუნთის სიმკვრივეზე, ანუ ყველა შრეს მოვიცავთ და შესაბამისად, ეს არის დიდი პროგრამა, რომელიც დაახლოებით სამი თვე გრძელდება და მთავრდება ფილერით, ბოტოქსით და ბიორევიტალიზაციით.

არაინვაზიურ პროცედურებს რომ შევეხოთ, ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი როგორც ვიცი ცივი პლაზმაა…

ცივი პლაზმა მცირე ინვაზიად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ეხლა ნანო ტექნოლოგიების ცივი პლაზმა გამოვიდა, რომელსაც არ ახასიათებს რეაბილიტაციის მაღალი ფორმა და ინვაზიაც არ არის. მცირე ინვაზიად იმიტომ ითვლება, რომ კანზე ხდება წერტილოვანი დამწვრობა და ამ წერტილების რეაბილიტაციას საკმაოდ დიდი დრო ჭირდებოდა ადრე ძველი ტექნოლოგიებში, ხოლო ახალ ტექნოლოგიებში არ იმჩნევა კანის ზედაპირზე და 3 დღეში ხდება კანის რეაბილიტაცია და მოცულობითი კანი ხდება უფრო მოჭიმული, უფრო მკვრივი და მოცულობაში დავიწროებული.

ამ პროცედურას რასთან ერთად ატარებთ?

ცივ პლაზმასთან ერთად აუცილებლად კარბოქს თერაპიას ვიყენებთ, რადგან მოხდეს ამ რეაბილიტაციის შეუმჩნევადობა და პაციენტისთვის იყოს ადვილად გადასატანი, როგორც ვთქვით, კარბოქსი ჟანგაბადის ხარჯზე გვაძლევს უჯრედის სწრაფ აღდგენას და შესაბამისად, როდესაც უჯრედი სწრაფად აღდგება, უფრო სწრაფად გვაძლევს შედეგს.

ნათია კიდევ რა პროცედურაა აქტუალური და რას გაუწევ რეკომენდაციას?

გააჩნია პრობლემას. როგორი მდგომარეობა აქვს კანს ან როგორი დაბერების პროცესი მიმდინარეობს, ყველა ადამიანს ინდივიდუალური დაბერების პროცესი აქვს და ამის მიხედვით ვარჩევთ პროცედურას.

ყველაზე მოთხოვნადი გვაქვს სმას ლიფტინგი. ეს არის კუნთოვანი ზედაპირული შრის სმას ლიფტინგი, რომელიც არის უფრო გრავიტირებულ ქსოვილზე ანუ ჩამოშვებულ ქსოვილზე, ასევე კარბოქს თერაპია. ეს არის ყველაზე მოთხოვნადი პროცედურები. გარდა ამისაა, ცხიმის წვის ზედმეტი ცხიმოვანი უჯრედის მოშლა კრიოლიპოლიტი, რომელიც არის 100% უსაფრთხო პროცედურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები