LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ითვალისწინებს სხეულის მოვლის კომპლექსური მიდგომა – სილამაზის აკადემია

7
ნათია-ნუცუბიძე

გადაცემის ლაივი LIVE

რას ითვალისწინებს სხეულის მოვლის კომპლექსური მიდგომა – დერმატო-კოსმეტოლოგი ნათია ნუცუბიძე სტუმრად მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“.

როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს?

ცელულიტთან კომპლექსური მიდგომაა მთავარი. მნიშვნელოვანია აპარატურული პროცედურები და კარბოქსი ერთობლივად. გარდა ამისა, ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ ჯანსაღი კვება და ვარჯიში.

რა არის კარბოქსი?

გასულ წლებთან შედარებით, დღევანდელ დღეს დაგვემატა კარბოქსის როლი ცელულიტთან ბრძოლაში, თუმცა ძირითადი  პრობლემა დარჩა უცვლელი. შედეგი ახალი კომპონენტის გამოჩენამ გააუმჯობესა 20-30 %-ით.

კარბოქსის, კავიტაციის, ხელით მასაჟის, პრესოთერაპიის კომბინაცია დასაშვებია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. ამ პროცესში კარბოქსის დანიშნულებაა სხეული გაიწმინდოს თავისუფალი რადიკალებისგან, ნახშირბადის დიოქსიდის შეყვანა პრობლემურ უბნებზე ანთებითი პროცესების სამკურნალოდ გამოიყენებოდა ოდითგანვე, უჯრედის აღდგენის და რეგენერაციის პროცესში პირველი ადგილი  უჭირავს ფიზიო პროცედურებს.

კარბოქსი იწყებს:

  1. კანის განთავისუფლებას ტოქსინებისგან;
  2. უჯრედი იწყებს აღდგენას და კოლაგენის გამოშვებას;.
  3. ეპიდერმის რეგენერაცია და პიგმენტის გაქრობა, ზოგადი გაჯანსაღება.

ასევე ეფექტურია პოსტ აკნე და პოსტ ოპერაციული ნაწიბურების დროს.

კარბოქსის თერაპიით ვიწყებთ კანის მომზადებას სხვადასხვა პროცედურებისთვის. მათ შორის ცელულიტისგან მოდუნებული კანის და ჭარბი გაცხიმოვნების დაშლას ლოკალურად!

პაციენტს ვუდგენთ ინდივიდუალურ პროგრამას, რადგან არ შეიძლება ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდეს ორ სხვადასხვა პაციენტს.

ჩვენს კლინიკაში, აგრეთვე გვაქვს, ახალი აპარატი კაპილარების რიმუვერი. ჩვენს მიდგომაში, მნიშვნელოვანია პროცედურების სწორად მართვა, სხვადასხვა ეტაპზე მათი რეგულირება  და სიხშირე.

ყველა პროცედურას აქვს თავისი პროტოკოლი, თუმცა ორ კვირაში ერთხელ კეთდება მასიური პროცედურა. თითოეულ პრობლემურ ზონაზე რამდენიმე პროცედურის ჩატარებაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები