LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროცედურები ტარდება FOTONA-ს აპარატით – სილამაზის აკადემია

89
ნინო-გოგიბერიძე.jpg~

გადაცემის ლაივი LIVE

რა პროცედურები ტარდება FOTONA-ს აპარატით – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ „კარაპს მედლაინის“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.

FOTONA-ს აპარატი ქართულ ბაზარზე სიახლეა, რისთვისაა ეს აპარატი?

Fotona Sp Dynamis უახლესი თაობის ინოვაციური ლაზერის აპარატია, რომელიც ლაზერის რამდენიმე სხივის უნიკალურ კომბინაციას აერთიანებს. სხვა ლაზერული აპარატებისგან განსხვავებით, მას გრძელი იმპულსური სხივი გააჩნია, რომელიც კანში 5-6 მმ სიღრმემდე აღწევს. უსაფრთხო, ზუსტად კონტროლირებადი და ოპტიმალური ლაზერული იმპულსებით, პროცედურა არა მარტო ვიზუალურად აქრობს პრობლემურ ადგილებს, არამედ უზრუნველყოფს სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას, რაც მიღებული შედეგის გრძელვადიან ეფექტს განაპირობებს.

როგორც ვიცი აპარატი მულტიფუნქციურია…

აპარატი მულტიფუნქციურია და განკუთვნილია დერმატოლოგიური, კოსმეტოლოგიური, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ხვრინვისა და ძილის აპნოეს მიმართულებების სამკურნალოდ.

მას აქვს სხვადასხვა სერვისები:

  • სახის კანის მოდელირება (2D, 3D, 4D) , მოშვებული კანის აჭიმვა და გაახალგაზრდავება
  • ტუჩის მოცულობის აღდგენა
  • თვალების ირგვლივ ნაოჭების შემცირება და მუქი წრეების ალაგება
  • Fotona პილინგი
  • თმის ცვენის და ალოპეციის მკურნალობა
  • თმის მოცულობის აღდგენა და სტრუქტურული გაჯანსაღება
  • აქტიური აკნეს და როზაციის მკურნალობა
  • ფრჩხილის სოკოს მკურნალობა
  • ხვრინვის მკურნალობა
  • სხვადასხვა სახის სისხლძარღვთა დაზიანებით გამოწვეული კაპილარების გაქრობა და მკურნალობა
  • კანზე არსებული წარმონაქმნების მოცილება როგორებიცაა: ქსანტელაზმა, მეჭეჭები, დერმატოფიბრომები, სებორეული კერატომები
  • როგორც სახეზე ასევე სხეულზე არსებული კაპილარების მოცილება: ჰემანგიომა, ტელეანგიექტაზიები, წითელი ხალები, პორტვაინის ლაქა.

რისთვისაა Fotona 4D კანის რემოდელირების ლაზერული პროცედურა?

პროცედურა კანის სხვადასხვა სიღრმეზე ზემოქმედებით, აღადგენს მის ფუნქციას, სტრუქტურასა და ტექსტურას. ოთხსაფეხურიანი არაინვაზიური ლაზერული მკურნალობა ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავების პროცესს და ქმნის ლიფტინგის ეფექტს. რემოდელირების პროცედურა არ საჭიროებს სარეაბილიტაციო პერიოდს.

მაქსიმალური შედეგის მისაღწევად რეკომენდირებულია 3 პროცედურის ჩატარება , 1-1,5 თვის ინტერვალით.

რაც შეეხება Fotona პილინგს, ეს არის – კანის განახლებისა და გაახალგაზრდავების საუკეთესო პროცედურა, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ისეთი პრობლემები როგორიცაა: კანის არათანაბარი ტექსტურა, წვრილი და ღრმა ნაოჭები, არაერთგვაროვანი სახის ფერი, ფორები, ნაწიბურები და პოსტ-აკნე.

ეს აპარატი საოცარ შესაძლებლობებს აძლევს, ქალბატონებს და ასევე მამაკაცებსაც, რათა დიდხანს შეინარჩუნონ ახალგაზრდული იერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები