LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახება აკვა აერობიკა წონის კლება-კორექციაზე – სილამაზის აკადემია

53
ეკა-გიორგობიანი

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის აკვათერაპია და ვის სჭირდება ის, როგორ მოქმედებს აკვაერობიკა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებზე, როგორ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამაგრებს გულის კუნთს და უადვილებს ორსულებს მშობიარობას –  ამის შესახებ  უფრო დაწვრილებით გადაცემაში  „სილამაზის აკადემია“  აკვათერაპევტმა ეკა გიორგობიანმა ისაუბრა.

რა განსხვავებაა აკვაერობიკასა და აკვათერაპიას შორის?

­ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ წყლის თერაპია დღითი დღე უფრო მეტად აქტუალური ხდება, უფრო მეტად იზრდება მომართვიანობა. პირადად მე   15 წელია აქტიურად ვარ ამ სფეროში და ბოლო პერიოდში აკვათერაპიისა და აკვაერობიკის მიმართ ინტერესი საგრძნობად არის გაზრდილი, რაც მისასალმებელია.

აკვააერობიკა ეს  სპორტული მიმართულება,  ჯგუფური ვარჯიში, რომელიც არ მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და ძალიან ეფექტურია წონაში დასაკლებად, სხეულის საკორექციოდ, ცელულიტისა და ასევე სისხლ-ძარღვებთან და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ასევე ეფექტურია ორსულობის დროს. რაც შეეხება აკვათერაპიას, ეს  არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ადამიანის მიმართ და გააჩნია სამედიცინო დატვირთვა. აქტიურად გამოიყენება რეაბილიტაციაში. შეუცვლელია ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ, პოსტოპერაციულ პერიოდში სარეაბილიტაციოდ. მაგალითად მალთაშორის დისკის თიაქრის ოპერაციის შემდგომი პერიოდში, ასევე სხვადასხვა მოტეხილობების, ენდოპროტეზირების დროს. თავის ტვინის დაზიანების შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდში განსაკუთრებულად ეფექტურია აკვათერაპია. აკვათერაპევტები ასევე ვმუშაობთ  შშმ პირებთან, რომლებსაც უჭირთ ხმელეთზე გადაადგილება. მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყალში ვარჯიში, რადგან წყალში სახსრებს ნაკლების დატვირთვა აქვს, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, კუნთები მოდის ტონუსში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქო-ემოციური მდგომარეობა უმჯობესდება. რა თქმა უნდა ასეთ დროს თითოეულ პაციენტთან ინდივიდიუალური მიდგომით ვაკეთებთ მათზე მორგებულ პროგრამას.

რამდენად ეფექტურია აკვაერობიკა ორსულებისთვის. რომელი თვიდან არის რეკომენდებული?

დაახლოებით 12 კვირიდან ფეხმძიმობის ბოლო ვადამდე შეუძლიათ ივარჯიშონ აკვა აერობიკა, რა თქმა უნდა მანამდე უნდა გაიარონ მკურნალი ექიმის კონსულტაცია. ორსულებს შეუძლიათ ივარჯიშონ როგორც ინდივდუალურად, ასევე ჯუფურაად. ჯგუფურის შემთხვევაში მე ვაძლევ მითითებს, როგორ ივარჯიშონ, როგორი დატვირთვით, ასევე რომელი   ვარჯიშები არ გააკეთონ.  აკვა აერობიკა ეხმარებათ წონის ნაკლებად მატებაში, ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას, კანი ხდება უფრო მეტად ელასტიური, რაც თავის მხრივ სტრიების გაჩენას უშლის ხელს.  გარდა ამისა მკვრივდება სხეული, ხოლო მშობიარობა უფრო უადვილდებათ.

როგორ აისახება წონის კლება-კორექციაზე?

აკვაერობიკა ეფექტურია   ჭარბწონიანობის სამკურნალოდ, რა თქმა უნდა კვებასთან ერთად. წყალში დატვირთვა ნაკლებია, სახსარიც ნაკლებად იტვირთება და კუნთიც ემზადება უფრო მეტი დატვირთვისთვის. ვარჯიშის დროს მუშაობს მთლიანი მუსკულატურა, უმჯობესდება სისხლძარღვების გამტარიანობა, რაც თავის მხრივ ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის ჩაგროვებას, რაც ცელულიტის გაჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.  წყალში ვარჯიში მიზანშეწონილია ყველასთვის, რადგან უკუჩვენება არ გააჩნია. მათთვის ვისაც აქვს წონის პრობლემა, სურს სხეულის გამკვრივება, ცელულიტის ალაგება. აკვაერობიკის დროს ტრავმები მინიმუმამდეა დაყვანილი. არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა.  განსაკუთრებით ეფექტურია ოსტეოპოროზის დროს, რომელიც დღეს ქალებში საკმაოდ გავრცელებული დაავადება. აკვაერობიკის დროს მცირდება კალცის  ორგანიზმიდან გამოდევნა, ძლიერდება კუნთი და იცავს  საყრდენ-მამოძრვებელ სისტემას. შესაბამისად ოსტეოპორზით გამოწვეული მოტეხილობის, ამოვარდნილობის რისკი მცირდება. წყალში ვარჯიში ასევე ეფექტურია ვარიკოზის დროს, კოვიდის შემდგომ რეაბილიტაციისთვის. კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანები  ხშირად უჩივიან სისუსტეს, გადაღლილობას, თავბრუსხვევას,  უხასიათობას, დეპრესიული ხასიათის განწყობა. აკვაერობიკის რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ ეს სიმპტომები ლაგდება და უმჯობესდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობა.

და ბოლოს აკვა აერობიკა უადვილებს ადამიანს ცურვის სწავლას, ეხმარება წყლის შიშის გადალახვაში.  მათ ვინც არ იცის ცურვა, ვურჩევ დაიწყონ აკვა აერობიკით და შემდეგ გადავიდნენ ცურვის შესწავლაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები