LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი მზისგან და მივიღოთ ჯანსაღი რუჯი – სილამაზის აკადემია

6
ქეთი-მაჭავარიანი

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ დავიცვათ თავი მზისგან და მივიღოთ ჯანსაღი რუჯი – ამ თემაზე კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა სტუმრად გადაცემაში “სილამაზის აკადემია”.

რამდენად თავსებადია „ჯანსაღი რუჯი“?

ჯანსაღი რუჯი რომ მოვიყვანოთ კომბინაციაში, კანის მომზადება რუჯისთვის გარკვეული პერიოდით ადრე უნდა დავიწყოთ. რუჯისთვის მომზადება ხდება ადრეულ პერიოდში. ქიმიური ან მექანიკური პილინგების გამოყენება სასურველია აქტიურ ფაზაში გადასულ მზეზე ადრე მოხდეს. უფრო მნიშვნელოვანია დატენიანების პროცედურები, როგორც რუჯამდე, ასევე რუჯის შემდგომ. ამ ყველაფრის დაცვით უფრო თანაბარ ფერს მივიღებთ და რუჯიც უფრო ლამაზად გამოიყურება.

გარკვეული დროები არსებობს რუჯის მისაღებად?

სასურველია დილით ადრე მოხდეს მზის სხივების მიღება, 11 საათამდე და ასევე საღამოს 5 საათის შემდეგ. თუ ძალიან თეთრია ადამიანი, სჭირდება უფრო მეტად დაცვა, რომ არ მოხდეს კანის დაბერება. როდესაც კანი არის მიდრეკილი ლაქებისკენ, მნიშვნელოვანია SPF-ის გამოყენება, ყველა ასაკში და ყველა სეზონზე.

სოლარიუმის თემას მინდა რომ შევეხოთ, რამდენად სასურველია სოლარიუმის რუჯი?

სოლარიუმის რუჯი ბუნებრივია არ არის სასურველი. თუმცა, იმდენად რადიაციულია დღეს მზე, დიდ სხვაობას ვერ ვხედავთ. აქაც უნდა იყოს დაცული პერიოდულობა და დრო. თუ გარკვეული წუთების რაოდენობას მივიღებთ და მერე გადავალთ მზის აბაზანებზე არ იქნება ცუდი, თუმცა ეს მესიჯი არ უნდა მიიღოთ ისე, რომ სოლარიუმი კარგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები