LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივიღოთ  ბუნებრივი ფორმისა და ფერის კბილები – სილამაზის აკადემია

11
ხათუნა ხუციშვილი

რას მოიცავს ესთეტიკური სტომატოლოგია, რამდენად შესაძლებელია მხატვრული რესტავრაციით სასურველი,  ბუნებრივი  ფორმისა და ფერის კბილების – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“  პაროდონტოლოგმა ხათუნა ხუციშვილმა ისაუბრა.

რას მოიცავს  მოიცავს ესთეტიური სტომატოლოგია?

საბედნიეროდ თანამედროვე სტომატოლოგია საშუალებას იძლევა პაციენტს მოვუხსნათ არა მხოლოდ ფუნქციური პრობლემები,  არამედ ესთეტიურიც. ღიმილის ესთეტიკას განსაზღვრავს კბილის ფერი, ფორმა, კბილთა რკალში მათი დგომა, ღრძილის ფერი, მდებარეობა და ის თუ რამდენად ჩანს ღრძილი ღიმილის დროს. ყველა ეს ფაქტორი ექვემდებარება კორექციას და სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, გრძელვადიანი, დადებითი პროგნოზიც აქვს.

რამდენად შესაძლებელია ბჟენით რესტავრაციით ბუნებრივი ფორმის და ფერის კბილების  მიღება?

-მხატვრული რესტავრაციის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ რესტავრაცია იყოს შეუმჩნეველი და მაქსიმალურად ბუნებრივი.  ბჟენებით ფენა-ფენა ხდება ახალი კბილის შექმნა, რომელიც თავის ფერითა თუ გამჭირვალობით არ განსხვავდება პირის ღრუში არსებული კბილებისაგან. მხატვრული რესტავრაციით ასევე შესაძლებელია კბილის ფერის და ფორმის კორექციაც. მხატვრული რესტავრაციის მეორე ანუ არაპირდაპირი მეთოდი,  ვინირებაა. ვინირი თხელი ფენის ფირფიტაა, რომელიც ეკვრის კბილის ზედაპირს და მისი დახმარებით შესაძლებელია კბილის ფორმის, დგომის, ფერის შეცვლა. ვინირები საკმაოდ მყარია, მაღალი ესთეტიურობით გამოირჩევა.

თუ რომელი მეთოდით უნდა მოხდეს მკურნალობა, რა თქმა უნდა ეს განისაზღვრება კონსულტაციაზე.  ორივე მეთოდით შესრულებული რესტავრაციები საჭიროებს მოვლას: აუცილებელია წელიწადში ორჯერ კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება.

რა არის მერილენდის ხიდი?

მერილენდის ხიდი ეს არის ადგეზიური ხიდი, რომელსაც აქვს კოსმეტიკური დატვირთვა და ერთეული დეფექტების, მაგალითად ერთი კბილის არარსებობის, შემთხვევაში გამოიყენება. რესტავრაცია სრულდება სხივგამყარებადი კომპოზიტის, მინაბოჭკოვან ლენტზე, რომელიც დაფიქსირებულია საყრდენ კბილებზე. ამ მეთოდის უპირატესობა, საყრდენი კბილების მინიმალურ პრეპარირებაშია.

კბილების გათეთრების რა მეთოდები არსებობს და აქვს თუ არა რაიმე შეზღუდვა?

არსებობს გათეთრების ორი მეთოდი, ესენია:  საოფისე გათეთრება, რომელიც ტარდება უშუალოდ კლინიკაში და შედეგი პროცედურის დასრულებისთანავე ჩანს და კაპებით გათეთრება, ანუ  პაციენტს უმზადდება ინდივიდუალური კაპები, უტარდება ინსტრუქტაჟი და თავად იტარებს პროცედურებს სახლის პირობებში. შედეგს ვიღებთ ეტაპობრივად, დაახლოებით 10-14 დღეში. გათეთრება უკუნაჩვენებია: პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების დროს, კბილის კარიესული თუ არა კარიესული დაზიანებების დროს, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდში, ფრონტალურ მიდამოში ბჟენებისა და გვირგვინების არსებობისას.

რა არის ღრძილოვანი ღიმილი?

ღრძილოვანი ღიმილი, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ღიმილის დროს ღრძილის უფრო ჭარბად ჩანს, ვიდრე ესთეტიკის პარამეტრები ითვალისწინებენ. ასეთ დროს მიმართავენ ღრძილის კორექციას, თუმცა აღნიშნული მანიპულაციის ჩატარებამდე ჯერ უნდა განისაზღვროს ღრძილივანი ღიმილის მიზეზი.  მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: 1)ტუჩის ჰიპერმობილობა, მკურნალობა ამ შემთხვევაში მოიცავს ტუჩის ჰიპერმობილობის შემზღუდველ პროცედურება. 2) ზედა ყბის ჭარბი ვერტიკალირი განვითარება, ამ დროს შედეგი მიიღება ორთოგნათიული ქირურგიისა და ორთოდონტიის დახმარებით. 3) კბილების დაგვიანებული ამოჭრა ან პათოლოგიური ცვეთა და კომპენსატორული ამოჭრა მხოლოდ ამ შემთხვევაში მივმართავთ პაროდონტოლოგიურ ქირურგიულ მკურნალობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები