LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვუმკურნალოთ ჰიპერპიგმენტაციას აპარატურული მეთოდით – სილამაზის აკადემია

5
ქეთი-მაჭავარიანი

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვუმკურნალოთ ჰიპერპიგმენტაციას აპარატურული მეთოდით – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.

რა არის ჰიპერპიგმენტაცია?

ჰიპერპიგმენტაცია ეს არის კანის ქსოვილებში ლოკალურად ან დიფუზურად “ჩალაგებული” პიგმენტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, განურჩევლად სქესისა, რასისა და კანის ფერის.

არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპერპიგმენტაცია. თანდაყოლილი – ძირითადად ფერმენტის დეფიციტითაა განპირობებული, რაც იწვევს პიგმენტის ცვლილებას, ხოლო შეძენილი განპირობებულია გარემო მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა ანთებითი პროცესები, ინსოლაცია, ტრავმა და სხვ.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საიდან მოდის საწყისი პრობლემა, რათა მოვახდინოთ დიფერენციაცია და დიაგნოსტირება.  ჩავატაროთ შესაბამისი პროცედურები სეზონის შესაბამისად.

იმისათვის, რომ მივიღოთ ხანგრძლივი და ეფექტური შედეგი,საჭიროა უპირველეს ყოვლისა ლოკალური ან დიფუზური ანთებითი პროცესების მოხსნა. მნიშვნელოვანია ისეთი პროცედურების ჩატარება, როგორიცაა პლაზამოთერაპია, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და სხვ. შემდგომ უკვე უშუალოდ გადავდივართ კანის ექსფოლიაციურ პროცედურებზე.

რა პროცედურებია რეკომენდებული?

აპლიკაციური პროცედურებიდან ვატარებთ ქიმიურ პილინგებს სხვადასხვა მჟავების გამოყენებით, მექანიკური პროცედურებიდან გამოვარჩევ ალმასის დერმაბრაზიას, რაც ადგილობრივად ახდენს კანიდან მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების აშრევებას. ასევე – ლაზერული „შლიფოვკა“(ფრაქს ლაზერი) და იმპულსური სხივით ლაზერი.

იმპულსური სხივი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურაა ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალოდ, რადგან პიგმენტი შთანთქავს სხივს.  თავდაპირველად ხდება პიგმენტის გამუქება, ხოლო შემდგომ თანდათან გაღიავება. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ვიღებთ შესაბამის შედეგს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახლის პირობებში გამაღიავებელი პოცედურები. არ უნდა დაგავიწყდეთ ყველა ამ პროცედურის შემდეგ მზის დამცავი სპფ-ის გამოყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები