LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ ზაფხულში და როგორი ვარცხნილობაა ტრენდული – სილამაზის აკადემია

6
ჯიქია

გადაცემის ლაივი LIVE

როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ ზაფხულში და როგორი ვარცხნილობაა ტრენდული – ვიზაჟისტი და სტილისტი შორენა ჯიქია სტუმრად გადაცემაში “სილამაზის აკადემია”.

როგორი ვარცხნილობაა ტრენდული ზაფხულში?

ვარცხნილობა შეირჩევა ინდივიდუალურად. ძალიან ტრენდულია წელს რეტრო სტილი, როგორც გრძელ, ასევე საშუალო და მოკლე თმაზე. ეს ვარცხნილობა ძალიან უხდება დეკოლტე კაბებს.

რაც შეეხება მაკიაჟს, აქ რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი?

წელს ნაკლებად მხვდებიან გარუჯული გოგონები, ძირითადად ბუნებრივი კანის ფერით არიან. ტენდენციაში დომინირებს ბუნებრივი მაკიაჟი. ზაფხულია, ცხელა ამიტომ სასურველია გამოვიყენოთ კომპაქტური პუდრები, მსუბუქი ბბ კრემები, რომლებიც არ ამძიმებს ჩვენს კანს. მე პირადად ზაფხულში მიყვარს ბრონზერები, თხევადი ჰაილაითერების გამოყენება. სხვათაშორის გარუჯულ სახეს უხდება ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი.

რა ფერებია აქტუალური?

მოდაში გრაფიკული ლაინერები, ასევე ვადისფერი, იასამნისფერი, ასევე მწვანე ფერი.

ვინაიდან შენ ხარ დიზაინერიც, საინტერესოა სამოსის თვალსაზრისით რას ურჩევ მომხმარებელს?

მე მაქვს ამ ეტაპზე მხოლოდ სპორტული ხაზი, თუმცა ვცდილობ ფერადოვნება შევიტანო. თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს ხასიათი იყოს გათვალისწინებული სამოსის და ფერების შერჩევისას.

ვფიქრობ ვარდისფერი, იასამნისფერი, ყვითელი ძალიან გაგიხალისებთ ზაფხულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები