LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ბრეკეტ სისტემის მოვლის რუტინა – სილამაზის აკადემია

10
მარიამ სიჭინავა

გადაცემის ლაივი LIVE

როგორია ბრეკეტ სისტემის მოვლის რუტინა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ორთოდონტმა მარიამ სიჭინავამ ისაუბრა.

რამდენად სჭირდება ბრეკეტ სისტემას მოვლის რუტინა?

პაციენტები, რომლებიც ატარებენ ბრეკეტ-სისტემას უმნიშვნელოვანესია ჰიგიენის სრულფასოვანი დაცვა. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწად ნახევრიდან სამ წელს. დროს განაპირობებს არსებული პათოლოგია და მოვლა. მოვლაში იგულისხმება პირის ღრუს სწორი წმენდა და ბრეისების მოფრთხილება საკვების მხრივ.

არასწორმა ჰიგიენამ, ჯაგრისებისა და პასტების შერჩევამ სავალალო შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს მკურნალობა. ამ დროს კბილის ზედაპირზე შეიძლება განვითარდეს მრავლობითი კარიესები, თეთრი ლაქები, (გათეთრების შემდგომ უმნიშვნელოდ უფერულდება), პაროდონტის დაავადებები. (მაგ: გინგივიტი).

ამისთვის მოწოდებულია რიგი რეკომენდაციები, რაც პაციენტს ააცილებს მკურნალობის გართულებებს. კბილები გაიხეხეთ კბილის პასტითა და საკვების ყოველი მიღების შემდეგ. აუცილებელია დილა-საღამო. ჯაგრისის სამუშაო ზედაპირი შევაცუროთ ღრძილზე 45 გრადუსიანი კუთხით. ზედა ყბის ბოლო ორ კბილზე ათი ჩამომგველი მოძრაობით ყოველი მომდევნო ორი კბილი ჩამოვწმინდოთ ღრძილიდან კბილის მიმართულებით. ქვედა ყბაზე ამომგველი მოძრაობით ორ-ორი კბილის არე ამოვწმინდოთ ღრძილიდან კბილის მიმართულებით. საღეჭი ზედაპირები ორ-ორი კბილი ათჯერ გავწმინდოთ წინა-უკანა მიმართულებით. კბილის შიდა ზედაპირები, როგორც ზედა ასევე ქვედა ყბაზე ორ-ორი კბილი ათი გამომგველი მოძრაობით.

ენის საწმენდის არ ქონის შემთხვევაში, ჯაგრისის გარეცხვის შემდეგ მსუბუქად ჩამოვიწმინდოთ ენა. თითოეული ბრეისის გაწმენდა უნდა მოხდეს ოთხივე მხრიდან სპეციალური ჯაგრისით (ზღარბუნებით). კბილთა შორის დარჩენილი საკვების მოსაცილებლად გამოიყენეთ კბილის ძაფი. (პაროდონტოლოგის დანიშნულების მიხედვით, კბილთაშორის ჯაგრისი) სასურველია ირიგატორის გამოყენება კვირაში ორჯერ. მყარი საკვების მიღებისას სიფრთხილე უმნიშვნელოვანესია.

აკრძალულია საკვების ჩაკბეჩა. საკვები უნდა დაჭრათ წვრილად. პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს: საღეჭ რეზინზე, ირისსა და ირისის მაგვარ კანფეტებზე, ყინულზე, სიმინდზე, გრილიაჟზე, არ უნდა ჩაკვნიტოთ საწუწნი კანფეტი, მიწის თხილი, მაგარი შოკოლადი,“ჩიფსები“ „ ბატი-ბუტი“ და ა.შ. ბრეკეტ-სისტემაში გარკვეულ ბრეისებს აქვს კაკვი. თუ მან, ზამბარამ, სისტემიდან გამოსრიალებულმა რკალის ბოლომ გაგიღიზიანათ ლორწოვანი ( ღრძილი, ლოყა) გამოიყენეთ ორთოდონტიული ცვილი. (მოაციცქნეთ, ხელში დაამრგვალეთ და ზედ გადააკარით გამღიზიანებელს). ბრეისის მოტეხის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა კბილთა რკალიდან მკვეთრად არ გაიქცეს კბილი ბრეკეტ-სისტემიდან. კბილის უკან გადანაცვლება პაციენტს აკარგვინებს დროს. ბრეკეტ-სისტემის, ან კორექციის შემდეგ ტკივილის განვითარება ინდივიდუალურია. მორყევის შეგრძნება კი ჩვეულებრივი თანმხლები პროცესია მკურნალობის. რეკომენდებულია ტკივილ-გამაყუჩებლის გამოყენება. (მაქსიმუმ 3 დღე) დისკომფორტის ან ტკივილის დროს. მკაცრად დაიცავით ექიმთან ვიზიტის რეჟიმი. გადადებული კორექციაც ხომ ახანგრძლივებს მკურნალობას.ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, რომ თავიდან აიცილოთ გართულებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები