LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე ადვილად დაბერებადი ზონები სახეზე – სილამაზის აკადემია

4
silamaziakademia1115

გადაცემის ლაივი LIVE

 რომელია ყველაზე ადვილად დაბერებადი ზონები სახეზე და როგორ უნდა მოუაროთ მათ – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა.

ნატა, რომელია ყველაზე ადვილად დაბერებადი ზონები სახეზე?

ყელის და დეკოლტეს მიდამოებში კანი ყველაზე ადვილად ბერდება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ ადგილზე ცხიმოვანი უჯრედები არ არის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დეკოლტისა და ყელის კანზე ზრუნვა ადრიანად დავიწყოთ.

რა ასაკიდან უნდა დაიწყონ ქალებმა ამ ზონების მოვლა?

ზოგადად კოლაგენი ადამიანის სხეულში კლებას 20 წლის ასაკიდა იწყებს, შესაბამისად იწყება დაბერების პროცესი. ამიტომ ქალის ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ყელისა და დეკოლტეს ნაწილზე ზრუნვა. ამ ზონების დაბერების პროცესის შესაჩერებლად სპეციალური კრემები უნდა გამოვიყენოთ.

სახლის პირობებში გაიკეთეთ მასაჟები და ვარჯიშები. ძალიან კარგია A და C ვიტამინების გამოყენება, ჰიალურონის მჟავა.

რამდენად მნშვნელვანია კვების ფაქტორი?

კვება და წყალი აუცილებელია. უნდა მივირთვათ ბევრი ხილი. კრემის წასმასაც თავისი წესები აქვს, კრემი უნდა წაისვათ ქვემოდან ზემოთ, რადგან ამით კანი ტონუსში იქნება. 30 წლის შემდეგ სავალდებულოა კოსმეტოლოგთან ვიზიტი, რათა ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები: მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, სახის და დეკოლტეს მასაჟი და ასევე აპარატურული ჩარევა. სპეციალისტი თვითონ შეგირჩევთ საჭირო პროცედურას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები